საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, 30 ათლეტს აღმოუჩინეს მასტიმულირებელი პრეპარატების კვალი ანალიზისას, რომელიც 2010 წლის ზამთარის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ჩატარდა. ბევრ შემთხვევაში საქმე ეხება ბიატლონსა და გრძელ მანძილზე სათხილამურო რბოლას - ანუ სახეობებს, რომლებშიც სპორტსმენებს, დოპინგის მიღების შემთხვევაში, საგრძნობლად შეუძლიათ შედეგის გაუმჯობესება და, შესაბამისად, კონკურენტების წინაშე უსამართლო უპირატესობის მიღება.
სულ ტურნირი, რომელსაც კანადის ქალაქი ვანკუვერი მასპინძლობს, ზამთრის სპორტის 15 სახეობაში შეჯიბრებს მოიცავს, 80 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები იბრძვიან მედლებისთვის, მათ შორის რვა ქართველი. ოლიმპიური ტურნირის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ შეჯიბრის დაწყებამდე დისკვალიფიკაცია შეამცირებს მაინც სკანდალებს, რომლებსაც გამარჯვებულებისთვის მედლების ჩამორთმევა იწვევს დოპინგის წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევებში.
დოპინგის საწინააღმდეგო საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, „სამართლიანი თამაშის ინტერესებიდან გამომდინარე“ დისკვალიფიცირებული სპორტსმენების არც ვინაობას და არც ეროვნებას გაამხელენ, მათ მიერ გასაჩივრების ყველა შესაძლებლობის ამოწურვამდე.
მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ თავისი შეშფოთება გაუზიარა რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, ისევე როგორც ამ ქვეყნის სპორტის მინისტრს. მიზეზია ის გარემოება, რომ განვლილი წლის მანძილზე სპორტის ზამთრის სახეობებში მასტიმულირებელი ნივთიერებების კვალი აღმოუჩინეს 11 რუს სპორტსმენს.
„ჩვენ მართლაც საგანგაშოდ მიგვაჩნია დოპინგის გამოყენების დადასტურების შემთხვევების რაოდენობა“, განაცხადა როგმა, რომელიც, მისივე თქმით, შეხვდა რუსეთის სპორტის მინისტრ, ვიტალი მუტკოს, მას ეს „შემაშფოთებელი“ ინფორმაცია მიაწოდა. „მქონდა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ბატონ მედვედევთანაც“, განაგრძობს როგე: „გადაჭრით მოვითხოვე მკაცრი ზომების მიღება დოპინგის წინააღმდეგ. მან პირობა დადო, რომ მიიღებს ასეთ ზომებს და არაორაზროვანი საჯარო განცხადებებიც გააკეთა ამის შემდეგ“.
ჟაკ როგის შეფასებით, რუს სპორტსმენებში დოპინგის შემთხვევების სიმრავლე განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როცა სულ ორ კვირაში სწორედ რუსეთი ჩაიბარებს ოლიმპიურ ჩირაღდანს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელთაც სოჭი უმასპინძლებს.
ამ ორი კვირის მანძილზე, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშეობის მსვლელობაში, ათასობით შემოწმებას ჩაუტარებენ რუს და ვანკუვერში მყოფ, ყველა დანარჩენი ქვეყნის წარმომადგენელ ათლეტებს - დოპინგისაგან თავისუფალი ტურნირის ჩატარების იმედით. ტურნირის ფავორიტებად გერმანიის, შეერთებული შტატების, რუსეთის, ავტსრიისა და კანადის გუნდები ითვლებიან. ხოლო მედალზე საქართველოს ყველაზე რეალისტური იმედები ფიგურულ მოსრიალე, ელენე გედევანიშვილს უკავშირდება. იმედია, სასიამოვნო სიურპრიზების მოწმე გავხდებით...