ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე კანადის ქალაქ ვანკუვერში დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი. ის ვარჯიშისას ტრასიდან ამოვარდა და იქვე აღმართულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იტყობინებიან, სამედიცინო პერსონალმა სპორტსმენს გადაუდებელი სარეანიმაციო დახმარება ჩაუტარა, შემდეგ კი ის ვერტმრფენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუმცა, ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო - საავადმყოფოში მიყვანიდან ცოტა ხანში ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა.
ოლიმპიური ოჯახი შეძრულია ქართველი მოციგავის დაღუპვის გამო. პარასკევს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ), ვანკუვერის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს. „მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც შავ ღრუბლად დააწვება წლევანდელ თამაშებს“, განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა.
მასთან ერთად განცხადებას ხელს აწერს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფერლონგი: „თავზარდაცემული ვართ ამ ტრაგედიის გამო და სეოკ-თან ერთად თანაგრძნობას ვუცხადებთ სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს; სპორტსმენისა, რომელიც ვანკუვერში ჩამოვიდა, რათა თავისი ოლიმპიური ოცნება აესრულებინა.“
დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტიც, რომლის თქმით, მთელი საციგაო ოჯახი შეძრულია მომხდარი ტრაგედიის გამო და თავისი ფიქრებით დაღუპულის ახლობლებთან არის.
მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის გარემოებათა დადგენის მიზნით.