თითქმის საუკუნოვანი უთანხმოებისა და დაპირისპირების შემდეგ, თურქეთმა და სომხეთმა გააფორმეს შეთანხმება ურთიერთობის ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უნივერსიტეტში შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და მისმა თურქმა კოლეგამ, აჰმეტ დავუთოღლუმ.
სხვებთან ერთად, ისტორიულ ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები.
შეთანხმების გაფორმებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რეაქციები განსხვავებულია. თუ, მაგალითად, ევროპის კომისია, ამ ნაბიჯს მიესალმა და განაცხადა, რომ ის დადებითად აისახება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის განმუხტვაზე, აზერბაიჯანში ოქმების ხელმოწერას მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მანამ, სანამ სომხეთის ჯარი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიას არ დატოვებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ბაქოს ინტერესებს. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა ეჭვქვეშ დააყენებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის არქიტექტურას.
სომხეთთან თავისი საზღვარი თურქეთმა 1993 წელს დაკეტა და მაშინვე გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი ერევანთან - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანთან სოლიდარობის ნიშნად.
უაღრესად რთული და დაძაბული ვითარების გამოხატულება იყო ის გარემოება, რომ შაბათს დოკუმენტის ხელმოწერა სამი საათით გადაიდო - ცერემონიაზე თურქეთის დელეგაციის წევრთა მიერ წარმოსათქმელ სიტყვებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. მაგრამ საბოლოოდ, დიპლომატების ძალისხმევით, უთანხმოება მოგვარდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთისა და სომხეთის დელეგაციის წევრებს უთხრა, ხელმოწერილი დოკუმენტები მეტისმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ისინი წარმატებით არ განხორციელდესო. კლინტონის თქმით, ხელმოწერისთვის მზადების პროცესში ის ტელეფონით რამდენიმეჯერ დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას.
კავკასიის ექსპერტის, ლიზ ფულერის თქმით, ოქმების პრაქტიკული განხორციელება იოლი საქმე არ იქნება, მით უმეტეს, რომ დოკუმენტების ასამოქმედებლად აუცილებელია მათი რატიფიკაცია ორი ქვეყნის პარლამენტების მხრიდან. „მიუხედავად იმისა, რომ სერჟ სარქისიანის რესპუბლიკური პარტია სომხეთის პარლამენტს აკონტროლებს, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ოქმები თურქეთის წინაშე მეტისმეტად ბევრ დათმობაზე მიდის", აღნიშნავს ფულერი. "რაც შეეხება თურქეთის პარლამენტს, გამორიცხული არ არის, მან უარი თქვას ოქმების რატიფიკაციაზე მანამ, ვიდრე სომხები მნიშვნელოვან დათმობაზე არ წავლენ ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში.“
შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან როგორც სომეხი, ისე თურქი ნაციონალისტები. თურქეთსა და სომხეთს შორის ისტორიული დაძაბულობის მიზეზია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ერევანი ამას გენოციდს უწოდებს, ანკარა ბრალდებას უარყოფს. შაბათს გაფორმებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს საგანგებო საგამოძიებო კომისიის შექმნას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენების შესასწავლად.
სხვებთან ერთად, ისტორიულ ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ციურიხის უნივერსიტეტში
რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი ლიზ ფულერი ოქმების გაფორმების ფაქტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, „პირველი ოქმი ადასტურებს ორივე მხარის სწრაფვას, განავითარონ ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა, თან არა უბრალოდ, დიპლომატიური ურთიერთობა, არამედ კეთილმეზობლური ურთიერთობა. მეორე ოქმი განსაზღვრავს გადასადგმელ ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდება.“შეთანხმების გაფორმებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რეაქციები განსხვავებულია. თუ, მაგალითად, ევროპის კომისია, ამ ნაბიჯს მიესალმა და განაცხადა, რომ ის დადებითად აისახება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის განმუხტვაზე, აზერბაიჯანში ოქმების ხელმოწერას მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მანამ, სანამ სომხეთის ჯარი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიას არ დატოვებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ბაქოს ინტერესებს. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა ეჭვქვეშ დააყენებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის არქიტექტურას.