გასულ კვირაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას დასტურით გამოქვეყნდა ჯორჯ ბუშის დროს შექმნილი სამთავრობო მემორანდუმი. დოკუმენტი დასაშვებად მიიჩნევს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ დაკითხვის იმგვარი ტექნიკის გამოყენებას, რომელიც, მრავალთა აზრით, წამების გავრცელებულ ფორმას გულისხმობს. კერძოდ, საუბარია დახრჩობის იმიტაციით წყალში ჩაყურყუმალავებაზე. ამ საიდუმლო მემორანდუმის გამოქვეყნება წინააღმდეგობას წააწყდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ზოგიერთი მუშაკის მხრიდან, რომლებმაც ეს ღალატად მიიჩნიეს, მაშიც როცა ისინი საკუთარ ქვეყნას იცავენ. 20 აპრილს ობამა ესტუმრა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბბინას, რათა დაერწმუნებინა მზვერავები, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს მათ საქმიანობას.
პრეზიდენტ ობამას სტუმრობისას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა არ შეიმჩნიეს, რომ განაწყენებულნი იყვნენ. მეტიც, ოვაციები მოჰყვა სამმართველოს დირექტორის ლეონ პანეტის სიტყვებს: ”სიამაყით წარმოგიდგენთ შეერთებული შტატების პრეზიდენტსო.”
ბარაკ ობამა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბში მივიდა, რათა პირადად აეხსნა, თუ რატომ გამოაქვეყნა ასეთი მგრძნობიარე სადაზვერვო მასალა. პირველ ყოვლისა, ობამამ აღნიშნა, რომ ინფორმაციების უმეტესობა ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისათვის. თანაც, პრეზიდენტის თქმით, ნაკლები წარმატება ექნებოდა მის მცდელობას, დაერწმუნებინა სასამართლო, არ გამოექვეყნებინა მემორანდუმი, რასაც ”ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა ჯგუფი” დაჟინებით მოითხოვდა.
თუმცა ობამას არ დაუმალავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მემორანდუმის შინაარსი გასაიდუმლოებული დარჩებოდა, იგი მაინც შეაჩერებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ წყალში ჩაყურყუმალავებისა თუ დაკითხვის სხვა აგრესიული ფორმების გამოყენებას, რაც, ობამას რწმენით, წამებას წარმოადგენს.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაამშვიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები და აღნიშნა, რომ არ მიეცემიან პასუხისგებაში ამგვარ დაკითხვებში მონაწილე პირები, რადგან მათ, იუსტიციის დეპარტამენტის რჩევით, დაიჯერეს, რომ კანონიერად მოქმედებდნენ:
”გულს ნუ გაიტეხთ იმის გამო, რაც ბოლო კვირებში ხდება. გულს ნუ გაიტეხთ იმის გამო, რომ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ ჩვენ რამდენიმე პოტენციური შეცდომა დავუშვით. ეს ისაა, რაზეც ვსწავლობთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ვაცნობიერებთ შეცდომებს და შემდეგ წინ მივიწევთ, სწორედ ისაა, რის გამოც მეამაყება, ვიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ეს ისაა, რის გამოც თქვენც უნდა იამაყოთ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წევრები ხართ. ”
თუმცა საკითხავი ისაა, გრძნობენ თუ არა ამას ცსს-ს თანამშრომლები, როდესაც ზოგიერთი მათი ნამოქმედარი საჯაროდ მჟღავნდება.
”ნიუ-იორკ ტაიმსის” თანახმად, ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხალიდ შეიხ მოჰამედი წყალში 183-ჯერ ჩააყურყუმალავეს, აბუ ზუბაიდაიმ კი იგივე წამება 83-ჯერ განიცადა.
შესაძლოა თუ არა მსგავსი მეთოდი როდისმე გამართლდეს? სიმონ სერფათი, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრიდან, უარყოფს არგუმენტს, რომ მკაცრი დაკითხვის მეთოდი არ ჭრის და მაგალითად მოჰყავს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი უფროსის, მაიკლ ჰეიდენის ციტატა, რომელშიც ნათქვამია, რომ წყალში ჩაყურყუმალავებით ფასეული სადაზვერვო ინფორმაცია იქნა მიღებული ხალიდ შეიხ მოჰამედისაგან, ვისაც 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი:
”ძალიან ძნელია ისეთი გადაწყვეტილების მიკრომენეჯმენტი, როგორიც მაშინ, მოჰამედის დაკითხვის დროს, იქნა მიღებული. რაც მხედველობიდან გვრჩება, იყო და არის გადაუდებელი აუცილებლობის განცდა, რაც 11 სექტემბრის შემდეგ დომინირებდა; შიში იმისა, რომ მსგავსი თავდასხმა არა მხოლოდ შესაძლოა, არამედ მოსალოდნელია და, თუ გნებავთ, გარდაუვალი. მე ვფიქრობ, რომ პერზიდენტ ბუშს ჰქონდა მიზეზი, როდესაც მან ამერიკელებს მიმართა, გარკვეული დროის შემდეგ ეზრუნათ იმაზე, რომ ცოტათი დაევიწყებინათ 11 სექტემბერი და მისი შედეგები.”
სხვაგვარად მსჯელობს ედვარდ ატკესონი, გადამდგარი სამხედრო გენერალი, რომლის შეფასებითაც, მთავარია არა შედეგი, არამედ მართებული მოქმედება. რაც შეეხება შედეგებს, ატკესონის თქმით, პატიმარი, რომელიც მკაცრ დაკითხვას - მათ შორის, წყალში ჩაყურყუმალავებას - ელოდება, ტანჯვის თავიდან აცილების მიზნით ”ყველაფერს გეტყვით, რაც თქვენ დაგაკმაყოფილებთ”. თანაც, რაც უფრო რთული და მაღალი რანგისაა პატიმარი, მით უფრო სანდო იქნება მისი ყალბი პასუხი.
ატკესონი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომ იმუნიტეტი მიენიჭოთ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმ მუშაკებს, რომლებიც პოტენციურად უკანონო დაკითხვებს ატარებდნენ. თუმცა მზად არის შეეგუოს ამ აზრს, თუკი მომავალში ასეთი ფაქტები გამოძიებულ იქნება:
”პატივს ვცემ მათ გადაწყვეტლებას, ვინც მარტივად ამბობს - კი, ბატონო, წინა ლიდერებმა ეს ხალხი დაარწმუნეს, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, წარმატებული და სასარგებლო იყო. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს იყო უკანონობა და უსამართლობა. და თუ აღმოაჩენთ ადამიანებს, ვინც კვლავ განაგრძობს ამის კეთებას, მაშინ ისინი ციხეში უნდა წავიდნენ.”
ექსპერტების ერთსულოვანი შეფასებით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები ასეთი გადაწყვეტილებით კმაყოფილები იქნებიან. ხოლო ობამამ, ფაქტობრივად, მოიპოვა შესაძლებლობა, გულწრფელი ურთიერთობა დაამყაროს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ დაკითხვის ტექნიკის გამოყენება ოფიციალურად შეიზღუდა.