აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ბარაკ ობამამ პრიორიტეტად დაისახა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას აშშ აღარ გამოიყენებს მეთოდებს, რომლებსაც უფლებადამცველები წამებად მიიჩნევენ. 16 აპრილს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ბუშის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ოფიციალური სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც ნებას რთავდა შესაბამის უწყებებს დაკითხვის უხეში საშუალებებისთვის მიემართათ. ობამა ამ მეთოდებს აკრიტიკებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებს, ვინც მათ იყენებდა, არ გაასამართლებენ. ხსენებული დოკუმენტების გამოქვეყნებას ობამამ მოაყოლა განცხადებაც, რომლის თანახმადაც, ის უარს ამბობს წარსულზე, იმ დროზე, როცა ამგვარ დირექტივებს იძლეოდნენ:
“ჩვენ გავიარეთ ჩვენი ისტორიის ბნელი და მტკივნეული ხანა, - წერია განცხადებაში. - მაგრამ დიდი გამოწვევების ჟამს არავინ მოიგებს, თუ ჩვენს ერთიანობას ხელს შევუშლით და დროსა და ენერგიას წარსულის დადანაშაულებაზე დავხარჯავთ.”
ეს ოთხი დოკუმენტი ბუშის ადმინისტრაციის მიერაა მომზადებული. ისინი შეიქმნა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გასამართლებლად და მათი რეკომენდირებისთვის. ბუშის დროინდელი ეს დოკუმენტები შეიცავს დიდ სიას ამგვარი მეთოდებისა, რომლებზეც იქვე ნათქვამია, რომ ეს არ არის წამება, რადგან ადამიანს ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ტკივილს არ აყენებს. ამ სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე იყენებდნენ აღნიშნულ მეთოდებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები თერთმეტი სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილების მიმართ. ამ მეთოდებში შედის წყალში დახრჩობის ეფექტი, ასევე მეთოდი, რომლითაც ეჭვმიტანილს ძილის საშუალებას არ აძლევდნენ. დოკუმენტების კრიტიკისას ობამამ თქვა, რომ ისინი ხელყოფენ ამერიკის ავტორიტეტს, უსაფრთხოებას კი ვერ უზრუნველყოფენ. ობამასავე სიტყვით, ამ დოკუმენტების გამოქვეყნების მიზანია თავიდან აიცილონ წარსულთან უმართებულო ანგარიშსწორება, რასაც აშშ-ის ქმედების მცდარი და ვითარების გამამწვავებელი შეფასება მოჰყვებოდა. ამასთან ერთად, ბარაკ ობამა ამბობს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც დაკითხვებს ამ რეკომენდაციების შესაბამისად აწარმოებდნენ, ანუ, მისივე თქმით, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ, მათი ნამოქმედარის გამო არ დაისჯებიან. თეთრი სახლის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმათზე, ვინც ამ რეკომენდაციებს არღვევდა.
ბუშის დროინდელი მასალების გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ში გაისმა ამ აქტის როგორც მაქებარი, ისე მაკრიტიკებელი ხმები. აშშ-ის “სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის” იურისტი ჯამილ ჯეფერი ფიქრობს, რომ ასეთი რეკომენდაციები არ უნდა დაწერილიყო, მაგრამ იმით, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ის გამოაქვეყნა, ჩვენ კმაყოფილები ვართო. სხვა უფლებადამცავი ორგანიზაცია, “ამნესტი ინტერნეიშნელი”, არ უწონებს ობამას ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელთა პასუხიმგებლობისგან განთავისუფლებას. მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ლერი კოქსმა, თქვა, იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც წამების აქტი ჩაიდინესო. “ჰიუმენ რაიტს უოჩის” ლონდონის ოფისის ხელმძღვანელი ტომ პორტიუსი აკრიტიკებს ობამას:
“პრეზიდენტმა ობამამ თქვა,არავინ მოიგებს წარსულის დადანაშაულებითო. მაგრამ ეს არ არის მოქმედ დემოკრატიაში გასაგები პოზიცია. დემოკრატიაში აუცილებელია ანგარიშვალდებულება. ის, ასევე, აუცილებელია ამერიკის რეპუტაციის აღსადგენად, რეპუტაციისა, რომელიც ძალიან შეილახა ამ ამბით. აუცილებელია აგრეთვე იმისათვის,რომ მომავალში მსგავსი დანაშაული აღარ მოხდეს.”
სხვა მიზეზით, მაგრამ ასევე გააკრიტიკა ბარაკ ობამა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკლ ჰაიდენმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება სამმართველოს თანამშრომლებს უფრო მეტად შეზღუდავს, მათ მოკავშირე სადაზვერვო სამსახურებს კი მათთან თანამშრობლობაზე თავს შეაკავებინებს, რადგან ჩანს,რომ ვაშინგტონს, საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია.
ამ დოკუმენტის გამოქვეყნება იმაზე მეტყველებს, რომ ბარაკ ობამა არ ეთანხმება ტერორთან ბრძოლის ბუშის ადმინისტრაცისეულ გზას. ევროპაში მოგზაურობისას ობამამ ევროპელებს უთხრა, რომ აშშ არც ახლა და არც მომავალში წამებას აღარ მიმართავს.