გაგახსენებთ, რომ 21 მარტს შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატს, ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს 70 წელი შეუსრულდა. ვესაუბრები იუბილარს და მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს, მთავარი როლის შემსრულებელს კოკოჩაშვილის ფილმში “ცხელი ზაფხულის სამი დღე”.
მერაბ კოკოჩაშვილის “ცხელი ზაფხულის სამი დღე” ერთადერთი ქართული ფილმია, რომელსაც ედუარდ შევარდნაძის ეპოქის ცენზურამ პრობლემები შეუქმნა, ერთადერთი ქართული ფილმი, რომელმაც “ზასტოის” ეპოქის ქართველ ხელოვანთა თავისუფლების მითი დაანგრია. ქართველ კინორეჟისორებს ცენზურასთან ურთიერთობა განუწყვეტლივ უხდებოდათ – ოღონდ არა თბილისში, არამედ მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო კომიტეტში. იქ რუს რედაქტორებს ჯერ ქართული ფილმების სცენარები უნდა წაეკითხათ, შემდეგ კი უკვე გადაღებული ფილმები უნდა ენახათ. რედაქტორებს სცენარით კიდევ მოატყუებდა კაცი, დასრულებულ ქართულ ფილმს კი კრემლის იდეოლოგები განსაკუთრებული ყურადღებით უყურებდნენ – ფილმებს ჭრიდნენ და ამახინჯებდნენ. ქართველი კინორეჟესორისთვის ეს ყველაფერი ნორმა იყო.
“ცხელი ზაფხულის სამი დღის” სცენარმა, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად ერლომ ახვლედიანმა და დავით ჯავახიშვილმა დაწერეს, მოსკოვის კინობიუროკრატია ადვილად გაიარა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სურათის პრემიერა შეაფერხა: თბილისში ხმა გავრცელდა - მერაბ კოკოჩაშვილმა ახალგაზრდა ქართველ დისიდენტზე, იმხანად უკვე პოლიტპატიმარზე, თამარ ჩხეიძეზე ფილმი გადაიღო, თამარ ჩხეიძის როლს მიხეილ თუმანიშვილის საყვარელი მოწაფე ნინელი ჭანკვეტაძე ასახიერებსო. ჩვენთან საუბარში 80-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ამ მოვლენებს თავად მერაბ კოკოჩაშვილი იხსენებს:
[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “ფილმის ეკრანებზე გამოსვლა იმიტომ შეფერხდა და გართულება იმიტომ ჰქონდა საქართველოში, რომ ხშირ შემთხვევაში ხედავდნენ პროტოტიპებს - ნინელიში ხედავდნენ, თამრიკოში ხედავდნენ, თუმცა ჩვენ... არ მიგვიმართავს ვიღაც ერთი კერძო ადამიანისთვის, რომელიც დისიდენტად ითვლებოდა იმ პერიოდში... ერთ-ერთი პრეტენზია ეს იყო... რომ თამრიკო ჰქვია, თუმცა თამარ მეფეც არსებობს და გაცილებით უფრო კარგი ასოციაცია იქნებოდა, ეს რომ ეფიქრათ, მაგრამ არ უფიქრიათ ეს.”(სტილი დაცულია)
მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ კინოსტუდია “ქართულ ფილმს”, სადაც “ცხელი ზაფხულის სამი დღე” გადაიღეს, თამარ ჩხეიძის მამა, რევაზ ჩხეიძე, ხელმძღვანელობდა. როგორც არ უნდა გაემართლებინათ სურათის ავტორებს თავი, შევარდნაძის ხელისუფლება შიშობდა, რომ ფილმი გამოჩენილ არქეოლოგზე, სულხანზე, რომელიც კომუნისტურ ბიუროკრატიასთან ბრძოლაში იღუპება, და მის სტუდენტზე, უკომპრომისო და ენერგიულ თამრიკოზე, აუცილებლად აღძრავდა შესაბამის ასოციაციებს:
[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “სცენარი იწერებოდა ადრე, 77, 78 წლებში, 80 წელს გადაღებები დავამთავრეთ, 81 წელს გაზაფხულზე ფილმი დასრულებული იყო, მაგრამ ფილმი გამოვიდა მხოლოდ... წელიწად-ნახევრის შემდეგ, ზაფხულში... 80-ანი წლები ის პერიოდია, როცა ძალიან რთულია და ძალიან სახიფათოა ქვეყნის მმართველი ხელისუფლებისთვის ეროვნულ პრობლემებზე ლაპარაკი.”
ეს იყო ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტილება ცენზურის ისტორიაში: შევარდნაძის იდეოლოგებმა ფილმიდან არც ერთი კადრი არ ამოჭრეს, მათ კი არ შეამოკლეს კოკოჩაშვილის ფილმი, არამედ ეგრეთ წოდებული “გახანგრძლივებული სეანსი” შესთავაზეს მაყურებელს. ხელისუფლების შეკვეთით, სასწრაფოდ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი ქართველი არქეოლოგების მიღწევებზე შევარდნაძის ეპოქაში, ფილმს კი დასაწყისში ტიტრი დაუმატეს: “სურათის მოქმედება 1972 წლამდე ხდება”... გაგახსენებთ, რომ შევარდნაძე სწორედ 1972 წელს ჩაუდგა სათავეში საქართველოს კომპარტიის ცეკას.
[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “არ მინდა ისე წარმოვადგინო, თითქოს ის ხელისუფლება არ ფიქრობდა ქვეყანაზე, ხალხზე და ა.შ. იმ პერიოდში სწორედ ედუარდ შევარდნაძე იყო ქვეყნის სათავეში და ძალიან დიდი მიღწევები აქვს ქართულ ხელოვნებას... მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ თუ ამ საფუძველს არ დაეყრდნობი, არავითარი პერსპექტივა არ გექნება. 70-იანი წლების ბოლოს უკვე ექსპერიმენტების პერიოდი დაიწყო საქართველოში სოფლის მეურნობის. მათთვის ნათელი იყო, რომ პროცესი ისე მიდის, ქვეყანა ცოტა ხანში გაკოტრდება, იწერებოდა წერილები (ავტორხანოვი და ა.შ) - ყველანი წერდნენ, რომ 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი უნდა დაიშალოს... ამიტომ არ შემოდეს ფილმი თაროზე, არ ამოგვაჭრევინეს არც ერთი კადრი.”(სტილი დაცულია)
მაშ, რამ შეაშინა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება? იქნებ კოკოჩაშვილის ფილმმა სინდისი გაუღვიძა, შეარცხვინა ადამიანები, რომელთაც “ცხელი ზაფხულის” გმირი, თამრიკო, “პანაშვიდებისა და ქორწილის ხალხს” უწოდებს?
[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “ის თაობა, რომლის წარმომადგენელი მეც ვარ... თამრიკომ შეაშინა (სიცილი), მათ თავიანთი თავი დაინახეს ამ ფილმში, დაინახეს, რომ მოდის თაობა, რომელიც მათ შეებრძოლება... და, სხვათა შორის, ასეც მოხდა.”
ასეც მოხდა. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით... მერაბ კოკოჩაშვილი არასდროს მალავდა, რომ ლიბერალია და რადიკალური ქმედებანი მისთვის სრულიად მიუღებელია. ამ თვალსაზრისით, “ცხელი ზაფხულის სამი” დღის გმირი, სულხანი, რომლის როლს კახი კავსაძე ასრულებს, რეჟისორის ალტერეგოა. ფილმის გადაღებისას ამას უთუოდ გრძნობდა ნინელი ჭანკვეტაძე... და დღესაც გრძნობს ამას...
[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] “სულხანები, ანუ რანევსკეებიც, აუცილებლები არიან, ისინი ჩვენი ცხოვრების სილამაზეა, “თეთრი გედები”, რომლის მაგალითზე შენ სხვა რაღაცეებსაც იღებ, ისევე როგორც ამ ფილმში. თამრიკო ბევრი რაღაცით დაბრძენდა... მიუხედავად იმისა, რომ მას სულხანში ბევრი რამე აღიზიანებს... მე დარწმუნებული ვარ, რომ სულხანი ახალგაზრდობაში თამრიკო იქნებოდა. უბრალოდ, ამ ცხოვრებამ მოიტანა კომპრომისი, შემგუებლობა და დიდ მანძილზე სულხანმა ვერ გაძლო, რომ თამრიკო ყოფილიყო.”(სტილი დაცულია)
“ცხელი ზაფხულის სამი დღე”, ისევე როგორც მერაბ კოკოჩაშვილის ყველა სხვა ფილმი, არ არის განსაზღვრული ერთი, კონკრეტული თაობისთვის და არც ერთი კონკრეტული ეპოქისთვის. ისევე როგორც ფილმი “დიდი მწვანე ველი”, ეს სურათიც იცვლება – სურათის აღქმა იცვლება.
[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] “დღევანდელი გადმოსახედიდან მე სულხანის ფერები მაქვს, მე, ნინელის... მე არ ვიცნობდი თამრიკო ჩხეიძეს, წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ის, რასაც ამბობდა თამრიკო, ეს ჩემი ტექსტი იყო, ისეთივე მაქსიმალისტი ვიყავი, ისეთივე უკომპრომისო და ისევე მაღიზიანებდა ზუსტად ბევრი რამე, როგორც იმ თამრიკოს... მაგრამ დღეს უკვე მე ვიცი, რომ თეთრ და შავს შორის ნაცრისფერიც არის, სხვა ფერებიც არის. ეს არ ნიშნავს, ცხადია, იმას, რომ ამის გამო ისეთ კომპრომისზე წავალ, რასაც ჩემს თავს არ ვაპატიებ. არის კიდევ რაღაც, რასაც თამრიკო და სულხანი არასდროს გადააბიჯებენ, მაგრამ ამ ცხოვრებას ასაკთან ერთად მოაქვს კომპრომისი... თუმცა, ვიმეორებ, არის ფასეულობები, რომლებიც მათთვის მუდმივად დარჩება.”(სტილი დაცულია)
მერაბ კოკოჩაშვილი ლიბერალია, მაგრამ ამ მუდმივი ფასეულობებისთვის ქართველ კინორეჟისორს არასდროს უღალატია. იგი არა მარტო კარგი რეჟისორია, არამედ კარგი პედაგოგიც – მისი სტუდენტები აღნიშნავენ, რომ იგი უფრო სწავლობს მათგან, ვიდრე ასწავლის. ამიტომაცაა, ალბათ, რომ იგი, ჭაღარა წვერით და სევდიანი სახით, მაინც არ ჰგავს 70 წლის რეჟისორს. განსაკუთრებით მაშინ, როცა “ცხელი ზაფხულის სამი დღის” გადაღებების პერიოდს იხსენებს:
[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “როდესაც ფილმი არ გამოდიოდა ეკრანებზე... მერე მოვედი სახლში და სასამართლო მომიწყვეს ჩემმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს, ქალაქში ჭორი დადისო, რომ თითქოს შენ მზადა ხარ ამოჭრა რაღაცეები ფილმშიო... ჩემმა სიდედრმა, არაჩვეულებრივად რბილი ქალი იყო, თქვა, “შვილო, კამეჩებს ნუ ეომებიო”, კამეჩები ხელისუფლება იყო...ჩემმა უმცროსმა შვილმა კი, თოთხმეტი წლის იყო, თქვა: მამა, შენ ხომ ამბობ ფილმშიო... ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოსო. შენ თუ ამოჭრი, ე.ი. შენ ბოლომდე არ იხარჯები და მატყუარა ხარო... ჩემს სიდედრს ცრემლი წამოუვიდა და თქვა, შენ გაჩერდიო, თორემ მე სახლიდან წავალო. ეს იყო უკომპრომისობა თოთხმეტი წლის ადამიანის.”
არა, მერაბ კოკოჩაშვილი მხოლოდ სულხანს არა ჰგავს, მასში “თამრიკოც ცოცხალია”.