Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვნს პატიმრობა შეეფარდა


ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ-მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ., რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს რიგი მტკიცებულებები (აუდიოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები), რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ დ.ღ-მ შეგნებულად შეცვალა ჩვენება.

“არსებობდა რეალური საფუძველი, რომ ბრალდებული მიემალებოდა გამოძიებას, მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლიდა ხელს. არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებათა განადგურების და ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, არც გულწრფელი აღიარება სარალიძის ნაწილში.
ადვოკატი

საუბარია მარტივ დეტალზე, აღნიშნული ქმედებით იგი ეცადა პასუხისმგებლობა აერიდებინა თავიდან, მის მიერ მიცემული ჩვენებიდან მნიშვნელოვანი დეტალები ამოეგდო იმისთვის, რომ არ ემხილებინა ის პირები, რომლებმაც, შესაძლოა, დაინახეს აღნიშნული ფაქტი”.

ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოზე მოითხოვდნენ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, არც გულწრფელი აღიარება სარალიძის ნაწილში. სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულში ამხელს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ცრუ ჩვენებამ რომელი არსებითი გარემოება შეცვალა?! არც ერთი.

ბრალდებულის ადვოკატის, გოჩა კვარაცხელიას, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ იმ ნაწილში, რომ დამალა დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან, საუბრის ფაქტი, თუმცა ეს მისივე თხოვნით გააკეთა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ კიდევ არაერთი მოწმეა, რომელმაც სიმართლე დამალა. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ადასტურებს, რომ დ.ღ-ს შეხვდა და სთხოვა მათი შეხვედრის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა.

როდესაც ისევ მოვიდა, გადავწყვიტე ფარულად ჩამეწერა. ეს საუბარი ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო, რათა ეს ბავშვები დარწმუნებულიყვნენ, რომ მე ამას არსად ვიტყოდი და საქმეს სწორ მსვლელობას მივცემდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ მომატყუეს და არ ისაუბრეს სიმართლე. .- მონაწილეობა .- ამ ჩანაწერში დაადასტურა."

მომდევნო სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს არის ჩანიშნული.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG