Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Silenzium - მშვენიერი შორეთი


ვისაც 80-იანი წლების და 90-იანების დასაწყისი ბოლო ბუნდოვნად მაინც გვახსოვს, ამ სიმღერის ტექსტის ნაწილი მაინც ზეპირად ვიცით. ბავშვის წკრიალა ხმა რუსულად მღეროდა:

„მშვენიერო შორეთო

ნუ მომექცევი სასტიკად

ნუ მომექცევი სასტიკად,

სასტიკი ნუ იქნები

სუფთა სათავიდან

მშვენიერ შორეთში

მშვენიერი შორეთისკენ

ვადგავარ გზას“

(„საბას“ ნუ მომცემთ, არ მჭირდება. ისედაც ვიცი, რომ გადასარევი თარგმანია.)

ვისაც სიმღერის ტექსტი გვახსოვს, ისიც ვიცით, თუ როდის მოვისმინეთ პირველად. მე, ალბათ, ქვიშხეთში ვისვენებდი და მწერალთა სახლის სასადილოს ქვეშ მოწყობილ კლუბში („კლუბი“ რა, ოთახი იყო, სადაც ტელევიზორი და სკამები იდგა) ვნახე რომელიმე სერია საბჭოთა საბავშვო სამეცნიერო-ფანტასტიკური ხუთსერიანი ფილმისა „სტუმარი მომავლიდან“. რამდენ სერიას ვუყურე არ მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველა არ მინახავს. იმიტომ ვიცი, რომ მას შემდეგ მთელი ცხოვრება გავიდა და იმ გამოტოვებული ნაწილების დარდი დღემდე მომყვება.

ამ ფილმზე ჩემზე გაცილებით უკეთესად გოგი გვახარიას აქვს დაწერილი 2013 წელს, ამიტომ მასზე დიდხანს აღარ შევჩერდები. ისედაც, უმეტესობას მანდედან „ალისა, მილაფონ“ გვახსოვს და აი ეს გადასარევი სიმღერა. რაღაცნაირი სიზმარივით მელოდიაა, ტექსტიც შესაბამისი აქვს და ზედ კიდევ ფართო ფენად ედება მოგონებები გარდასულ დღეთა. რასაც არ უნდა ფიქრობდე საბჭოთა კავშირზე ან რუსეთზე ან პიონერებზე ან ეგეთებზე, 12-13 წლისას რომ რამე გულს გიჩქარებდა, მერე მთელი ცხოვრება გაგყვება.

ჰოდა, მოვედით აი ამ ქავერთან. ასრულებს ჯგუფი Silenzium - ნოვოსიბირსკელი გოგონების ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა პოპულარული სიმღერების სიმებიან ვერსიას აკეთებენ ხოლმე. (არ გაგიკვირდებათ, და „მეტალიკით“ დაიწყეს). ჯგუფის სახელი ძალიან მომწონს - თავად ამბობენ, ტიუტჩევის ლექსის საპატივცემულოდ დავარქვითო. ვოკალს რომ არ იყენებენ, მაგასთანაც იქნება რამე კავშირში. მე კი უფრო ზოგად ამბავში მომწონს - ავტორიტარულ ქვეყანაში ჯგუფს „სიჩუმე“ უნდა ერქვას, აბა რა. ცხადია, თავად მაგაზე არ უფიქრიათ, არ არიან მაგნაირები (ჯგუფის ლიდერი ნატალია გრიგორიევა „ვკონტაკტეზე“ ბუნების დაცვაზე წერს ხოლმე და ბონუსად ასეთ ბმულებს აზიარებს: А.И. Фурсов: За счет разграбления соцлагеря Запад 15 лет хорошо пожил. რუსულ ტექსტს არ ვთარგმნი, იმიტომ რომ მეზარება, სოლისტის „ვკონტაკტეზე“ იმიტომ შევედი, რომ ასაკი მაინტერესებდა, მეთქი „სტუმარი მომავლიდან“ რა დროს შეეძლო ენახა და არ ეწერა ასაკი, სამაგიეროდ ეს ბმული დამხვდა და რაღაც ხნის ძებნის მერე ალბათ ასაკსაც ვიპოვნიდი, მაგრამ აი, ეგეთი აუცილებელიც არ იყო და ისედაც გადავაჭარბე „რას მოვუსმინოთ“ ტიპის ტექსტის ზომის გონივრულ ფარგლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფრჩხილებში დაწერილ აი, ამ უზარმაზარ აბზაცზე და წინადადებაზე, რომელიც არასოდეს დამთავრდა).

თავად მუსიკაზე უფრო კლიპია საინტერესო - ძველი, პიონერული რომანტიკა, რომელიც სწორედაც რომ აკვდება ამ „სამინაშახემით“ სტილში შესრულებულ ქავერს. (ვიცი, რომ სტილის არსს ვერ მიხვდით. ანუ, „სამი ნაშა ხემით“). და კლიპზე უფრო საინტერესო კი ქვემოთ კომენტარებია, რომელთა ნაწილს აი, ახლავე გაგაცნობთ, ოღონდ ესენიც რუსულადვე დავტოვე, უთარგმნელი, იმიტომ რომ ქართულად მთელი პეწი ეკარგება. (თან თარგმნა დამეზარა). თუ რამეა და რუსული არ იცით - „გუგლმა“ გითარგმნოთ.

კომენტარების ნაწილი ზასოროკ კაცების მოთქმაა - ესეთი ძლიერი მაჩოები ვართ, ყველა ნახიშტარი და ნაომარი და აი ამაზე ცრემლები წამოგვცვივდაო. წიპა:

Спасибо, девочки. У меня, черствого и вредного мужика, повлажнели глаза. Все-таки с этой мелодией у нас, последних пионеров великой страны, связано все самое чистое, светлое и доброе.

ან ეს:

Я срокалений мужик бывший морпех сижу и утиоаю слёзы. Как так?

ან კიდე ეს:

42 года мужику.Рыдает,как ребенок.В армии служил-все было пофиг.А теперь плачу.

კიდე ბლომადაა „რა ქვეყანა დაანგრიეს“ სენტენციები:

Страны давно нет, но скрепы остались! Скрепы были на уважении к ближнему. В СССР все граждане были СВОИ.

ან ეს:

СССР-ты Великая страна !!! Прости что наши родители не спасли тебя.Так уничтожить такое государства... Я взрослый мужик,а мне плакать хочется.Никогда уже не будет "прекрасное далёко"

ან კიდე ეს:

Настройки правильные СССР дал. Я тоже глаза вытирал. Одно у нас детство.

ა, კიდო:

Как не крути - СССР - это апогей развития нравственного человека. Ни до, ни после, таких людей не было. В самом СССР проблемы были, а в людях нет, золотые все. А мы продались за бабки, и хреначим с утра до вечера, и ближнему горло перегрызть готовы, бля, где же мы свернули не туда... успел еще родиться в ссср, а потом мою страну уничтожили..

კრიტიკული კომენტარი ერთი შემხვდა - პიონერს ჰალსტუხი არასწორად უკეთიაო.

რადგან აქამდე ჩაიკითხეთ, საიდუმლოში გამოგიტყდებით. ამ სტატიის თუ რავი, რაც ქვია, ბოლო არა აქვს. დასკვნა ანუ, აზრი - რისთვის გასმენინეთ ნოვოსიბირსკელი ვიოლონჩელისტის ქავერი ან გაკითხეთ კომენტარები წიპა: в 91 у нас отобрали не просто страну у нас отобрали рай.

ერთმანეთთან დაუკავშირებელი გრძნობები მაქვს. ერთი მხრივ, ის სიმღერა მაინც მომწონს და მელოდიასაც ემოციები მოაქვს. მეორე მხრივ, იმ კომენტატორების მეშინია. მესამე მხრივ, იმათიც მესმის - „შორეთო, სასტიკი ნუ იქნებიო“ და შორეთმა დედა უტირა და ეხლა „უჩილკას“ და „პეტროვ ი ვასეჩკინს“ მისტირიან. მეოთხე მხრივ, მერე ადგნენ და ჩვენ გვიტირეს დედა.

ეხლა კიდე სხედან და გული უჩუყდებათ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG