ედვარდ ჩოუ, ვაშინტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მკვლევარი კრიტიკულად აფასებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ენერგოსანქციების სტრატეგიას და თვლის, რომ ის არაეფექტიანია. ედვარდ ჩოუს აზრით, ეფექტის მოტანა შეეძლო რუსეთის ნავთობის იმპორტზე ტარიფის დაწესებას.
ბიზნეს-კომპანიას, ონლაინ-კაზინოების სერვისების პროვაიდერ კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომლების ნაწილი არასათანადო სამუშაო პირობების გამო აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, დასაქმებულებს რთულ პირობებსა და ანტისანიტარიაში უწევთ მუშაობა.
შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორი კერი ფაულერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს მსოფლიოში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს. მისი თქმით, ეს კრიზისი რამდენიმე წელი გაგრძელდება.
საქართველოში უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით, კაცებში კვლავ უფრო მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, ტრადიციადაა უკვე ქცეული. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა არც 2022 წლის პირველი ექვსი თვე.
ლარი ისევ გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ღირებულება 2.8019-დან 2.7891 ლარამდე შემცირდა. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლარი სწრაფად უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა, 17 აგვისტოს, აუქციონზე გასაყიდად 20 მილიონი დოლარი გაიტანა.
2022 წელს უცხოეთში გატანილი ღვინის თითქმის 60 % რუსეთში გაიყიდა, საწვავის იმპორტი კი 280%-ით გაიზარდა. ჩრდილოელ მეზობელზე ეკონომიკური დამოკიდებულება სახიფათოა - წერენ კვლევის ავტორები. მოსკოვი ცნობილია იმით, რომ ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.
საკვებ პროდუქტზე, პირველადი მოხმარების ნივთებზე, წამლებზე, ბენზინზე და მოკლედ, გაზრდილი ფასები, ცხადია, პირდაპირ აისახა ზაფხულში, დასვენებისთვის გადადებულ ხარჯებზე. ის თანხა, რაც, საკმარისი იქნებოდა შარშან ან შარშან წინ, მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის დასვენებისთვის ზღვაზე თუ მთაში, წელს აღარ გეყოფათ.
მიმტანები, ბარმენები, მზარეულები, დამლაგებლები, მრეცხავები - რესტორატორები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში თითქმის არ არსებობს რესტორანი, რომელსაც აი ამ პოზიციებზე ვაკანსიები არ ჰქონდეს გამოცხადებული, თუმცა, დასაქმების მსურველებს ვერ პოულობენ. „პარადოქსია, მაგრამ ასეა“, - ამბობენ ისინი.
ჩამოტვირთე მეტი