მათთვის, ვინც მანქანის ყიდვას აპირებს, კარგი სიახლეა: მეორადი მანქანები უნდა გაიაფდეს, - და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. აი, ავტომობილების იმპორტიორები კი ცუდ დღეში არიან.
თითქმის 700 000-ჯერ გავიდნენ ბოლოს სამ თვეში საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში და 514 მილიონი ლარი დახარჯეს. მათი მოგზაურობა საქსტატის ახალ ანგარიშშია აღწერილი, რომელსაც „გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა“ ჰქვია.
„ბრიკსი“ და მისი ახლად შექმნილი ბანკი, რომლებიც თავიანთ თავს „დიდი შვიდეულის“, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ალტერნატივად ხედავენ, გაფართოებაზე მსჯელობენ. ამ კვირაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კლუბის წევრების მე-15 სამიტი იმართება.
ჩინეთის ეკონომიკური ბუმი, რომელიც ოთხი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა.
რჩება 15 დღე - როცა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი საპენსიო დანაზოგის ბედი. თუ არაფერს შეცვლით, მაშინ საკითხი თქვენი ასაკის შესაბამისად გადაწყდება. არჩევანი სამ პორტფელს შორის უნდა გაკეთდეს - სავარაუდო შემოსავლებისა და რისკების მიხედვით. მეტ მოგებას მეტი რისკი ახლავს.
რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ, როგორც ჩანს, სცადა დაესწრო ინდოეთის მთვარის მისიისათვის, რომლის აპარატი Chandrayaan-3 მთვარეზე 23 აგვისტოს უნდა დაჯდეს. ინდური მისია 14 ივლისს დაიწყო, რუსული - ბევრად გვიან, 10 აგვისტოს.
„რაც აქ ვარ, მხოლოდ უკან-უკან მიდის საქმე“, - ამბობს დაცვის თანამშრომელი დათა გაბელია „სასტუმრო ანაკლიის“ მისაღებში. სასტუმროს დამსვენებელი კი ჰყავს, მაგრამ ეტყობა, რომ მხოლოდ სეზონზე ამუშავებენ.
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი თითქმის განახევრდა, ჩინეთიდან იმპორტი კი - 13%-ით გაიზარდა.
2022 წლის მაისში, როცა რადიკალური მონეტარული და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების წყალობით, მოხერხდა რუბლის კატასტროფული ვარდნის შეჩერება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ირონიულად შენიშნა, „დოლარი, როგორც ხედავთ, იფუშება, რუბლი კი იზრდებაო“.
საქსტატის მონაცემებით, წელს, ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა და ზრდასრული კაცისთვის* 250 ლარი გახდა.
რუსეთის ეროვნული ვალუტის რამდენიმეთვიანმა ვარდნამ და მზარდმა ინფლაციამ თვალსაჩინო გახადა რუსეთის ეკონომიკის სისტემური პრობლემები.
ჩამოტვირთე მეტი