რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს საკვების გლობალური დეფიციტი მთელ მსოფლიოში და ნამდვილი შიმშილიც კი, რომელიც მინიმუმ ასობით მილიონ ადამიანს შეეხება, - ამგვარი საფრთხის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობენ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდებოდა. ეს მოთხოვნა ახალ წინაღობებს შეუქმნის ევროპულ კომპანიებს, რომლებიც გაზს რუსეთიდან ყიდულობენ.
კრედიტუნარიანობის შეფასების სააგენტოს განცხადებით, რუსეთი საგარეო სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, დეფოლტთან, ძალიან ახლოსაა, რაც განპირობებულია უკრაინაში შეჭრით.
10 მარტი, რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის მე-16 დღე. იუსტიციის სახლის დარბაზი ხალხითაა სავსე, უცხო ქვეყნის ბევრ სხვა მოქალაქეს შორის თვალით სლავური გარეგნობის ადამიანებს ვეძებ, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ იუსტიციის სახლში "რუსების რიგები დგას", ვერ ვიტყვი, რომ ბევრნი არიან.
უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული დასავლური მკაცრი სანქციების გამო, არაერთი კომპანია წყვეტს მუშაობას რუსეთის ფედერაციაში. აი, როგორ გამოიყურება მათი ჩამონათვალი:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტირებული, რომელთა სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ან კომპანიები არიან. რუსული კომპანიების უმეტესობა 2013-2020 წლებში დარეგისტრირდა საქართველოში.
ფინანსური კრიზისი ახლა, მოგვიანებით კი - ტექნოლოგიური. რუსული მედია განიხილავს შესაძლო სცენარებს, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს ქვეყანა თვითმფრინავების, მიკროჩიპებისა და მანქანების გარეშე.
ჩამოტვირთე მეტი