ფეისბუკზე მრავალათასიანი ჯგუფი საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებს. ეკონომისტების თქმით, ფასი მართლაც მაღალია და სახელმწიფოს აქვს ბერკეტები მის დასაწევად. გარემოსდამცველებიც კი თანხმდებიან, რომ საწვავი გასაიაფებელია.
ისეთი დეფიციტი საქართველოს ბიუჯეტს, როგორიც დღეს აქვს, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. 2021 წლის პირველ 6 თვეში ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდი ლარით ნაკლებია ამავე პერიოდის ხარჯებთან შედარებით და საბიუჯეტო დეფიციტმა 7,6% -ს მიაღწია. რას ნიშნავს ეს და როგორ იგრძნობენ დეფიციტს მოქალაქეები?
უკრაინასა და უნგრეთს შორის, რომლებსაც მანამდეც არ ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, ნამდვილი დიპლომატიური კონფლიქტი გაჩაღდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ ხელი მოაწერა გრძელვადიან გარიგებას უკრაინის გვერდის ავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას შესახებ.
აფხაზეთში მოსკოვისა და თბილისის ინტერესები ამჯერად გალში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების გამო ეჯახება ერთმანეთს. საქართველოს ვარდნილჰესების კასკადის შემადგენელი სადგურების რეაბილიტაცია სურს. თუმცა, ამისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თანხმობა სჭირდება.
"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტმა, რამაზ გერლიანმა და ამავე ცენტრის თანადამფუძნებელმა, ნოდარ სირბილაძემ ილაპარაკეს გამოკვლევაზე, რომელშიც თავმოყრილია შეჯერებული მონაცემები სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ აქტივებზე, იქნება ეს: მიწა, წიაღისეული, ტყე, წყლის რესურსი თუ სახელმწიფო კომპანიები.
ევროკავშირის დახმარების მეორე ნაწილზე, 75 მილიონ ევროზე უარის პოლიტიკურ მიზეზებსა და შედეგებზე ბევრს ლაპარაკობენ. თუმცაკი, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერებმა ევროკავშირის სესხზე უარი, ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას და ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირებას დაუკავშირეს.
ეკონომიკის დოქტორ, ირაკლი მაკალათიას თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების "მთავრობის უნიათობაზე" ლაპარაკი არ არის არსებულ პრობლემებზე პასუხი, არც დასაქმების დამრგვალებული რიცხვებით დაპირებები - "100 ათასი ან მილიონი... 137500 ადამიანს რატომ არ ასაქმებდნენ? ასეთი "გათვლები" არ მუშაობს".
PMCG კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი, ნიკოლოზ ბაქრაძე ბოლო რამდენიმე წლის უმუშევრობის სტატისტიკაზე ლაპარაკობს და განმარტავს მისი სწორად წაკითხვის კომპონენტებს - კერძოდ, უმუშევრობის მაჩვენებლის მიმართებას დასაქმებისა და სამუშაო ძალაში ჩართული ადამიანების რაოდენობასთან.
ჩამოტვირთე მეტი