ის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფალს მედიასთან ასეთი ტონით და სიტყვებით შეუძლია ლაპარაკი, პირველ რიგში თავად მედიის “ბრალია”. უფრო სწორად, იმის ბრალი, რომ მედიას ჩვენს ქვეყანაში არ მოუპოვებია ის დამოუკიდებელი, ინსტიტუციური ფუნქცია, რომელიც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის აუცილებელ დისტანციას გააჩენდა და პოლიტიკური ლიდერის მხრიდან ასე მოქცევას უბრალოდ სტრუქტურულად გახდიდა შეუძლებელს.