„ბაბუ მოვიდა“ - სამოც დღეზე მეტია ასე ხვდებიან რუსთაველზე პროევროპული აქციის მონაწილეები 75 წლის გურამ ქუხილავას, რომელიც, საპროტესტო აქციებზე პირველივე დღეებიდან დადის ყოველდღე სხვადასხვა შინაარსის, თავისი ხელით დამზადებული ბანერით.
მაღაზიის აბრებიდან ნასწავლი კითხვა, პირველი „შეყვარებულები“ - მუსიკოსები პორტრეტებიდან, ივანე ჯავახიშვილის საკუთარი თვალით ნანახი სიკვდილი და მეუღლე საბჭოთა კავშირისთვის „საშიში“ წარმომავლობით. ვინ და რა გაახსენდა ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
თეა გოდოლაძე, სეისმოლოგი, დაჩქარებულად და ხანგრძლივი ვადით წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში - წასვლამდე ჩაწერილ ინტერვიუში მან თქვა, რომ ამ გზით გაურბოდა დაპატიმრების საფრთხეს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ მის ყოფილ პარტნიორზე ძალადობის ბრალდებით არის აღძრული.
პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამი მოქმედი თანამშრომელი - სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა და მარიამ ჩაჩუა - ინიციატორები საჯარო სექტორის თანამშრომლების ცნობილი საპროტესტო პეტიციისა, ღიად ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ აბრუნებს წარსულში ქვეყანას შეცვლილი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.
16 იანვარი პროტესტის 50-ე დღეა. რადიო თავისუფლებამ შეაგროვა ფოტოები, რომლებიც ამ პროცესის განსაკუთრებულ მოვლენებს ასახავს.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან სასტუმრო „შერატონში“ დაბრუნებულ მის კოლეგას, ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ წევრები - დიტო სამხარაძე და სხვები დაესხნენ თავს - აგინეს, გაუტეხეს სათვალე, ესროლეს კერამიკის საყვავილე. ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინ იყო ის და რისთვის იმყოფებოდა ბათუმში.
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლის ბრალდებით 25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ქმრის დაკავების დღეს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს ნუცა ერემიანი.
მარიზი კობახიძე დღეს ყველა აქციაზე დგას, თავისი შვილის და სხვა დემონსტრანტების პატიმრობას აპროტესტებს და ამბობს, რომ სულ იამაყებს. რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში ის გვიყვება თორნიკეზე, მის დაკავებასა და პროტესტზე, სასამართლო სხდომებზე და ბრძოლაზე, რომელიც წინაა.
ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც სახლში, 4 დეკემბერს დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან - მისი დედა, ლიკა გუნცაძე კი, სხვა დედებთან ერთად, ბოლომდე ბრძოლას აპირებს. ამ ინტერვიუში ამბობს კიდეც, მარტო ანდრო რომ გაათავისუფლონ, ამით ბედნიერი არ ვიქნები, რადგან ყველა დაკავებული უდანაშაულოაო.
ჩამოტვირთე მეტი