თეა გოდოლაძე, სეისმოლოგი, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დაჩქარებულად და ხანგრძლივი ვადით წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში - წასვლამდე ჩაწერილ ინტერვიუში მან თქვა, რომ ამ გზით გაურბოდა დაპატიმრების საფრთხეს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ მის ყოფილ პარტნიორზე ძალადობის ბრალდებით არის აღძრული. თეა გოდოლაძემ ამ დრომდე სასამართლოს არაერთ ინსტანციაში დაამტკიცა, რომ თავად იყო ყოფილი პარტნიორისგან ძალადობის მსხვერპლი. აქტიური ქალი მასზე ძალადობის ამბის გამო მადისკრედიტებელი პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეც გახდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა შოვის ტრაგედიის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში გაავრცელა. იმ პერიოდში, როცა თეა გოდოლაძე აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას შოვის ტრაგედიის გამო. თეა გოდოლაძეს დაპატიმრების შესახებ ეჭვები გაუჩინა მისი ყოფილი პარტნიორის გამამტყუნებელი განაჩენის ცვლილებამ უზენაესი სასამართლოს მხრიდან და იმ საქმის განხილვის განახლებამ, რომელიც თითქმის ორი წელია სასამართლოში შეჩერებული იყო და სადაც თავად მეცნიერია ბრალდებული. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ჰყვება როგორც თავისი ბრძოლის ორ ველზე, ასევე ძალადობის მსხვერპლის გამოცდილებაზე და ამბობს იმასაც, რომ მისთვის ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი ფაქტორი მაინც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება აღმოჩნდა.
რატომ გადაწყვიტა ცნობილმა მეცნიერმა ქალმა საქართველოს დატოვება
ეპიზოდები
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
ფორუმი