„მეუბნება, შენს სახეზე წუხილი არ დავინახოო“, - უყვება რადიო თავისუფლებას ნარგიზ დავითაძე, პროევროპული აქციების მონაწილე 19 წლის ზვიად ცეცხლაძის დედა.
ზვიად ცეცხლაძე ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი და აქციების აქტიური მონაწილეა. ის 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს - პროკურატურა, სხვა არაერთი დაკავებულის მსგავსად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ეს ინტერვიუ ნარგიზ დავითაძესთან შვილთან ციხეში ვიზიტის შემდეგ ჩავწერეთ - ზვიად ცეცხლაძის მშობლები ბათუმში ცხოვრობენ, თბილისში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად და შვილის სანახავად ჩამოვიდნენ.
ნარგიზ დავითაძეც, სხვა დაკავებული დემონსტრანტების მშობლების მსგავსად, აქციებზე დგას და შვილის პატიმრობას აპროტესტებს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.
ფორუმი