2024 წლის 18 დეკემბერს ჩეხეთის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გენოციდის აქტად აღიარებს 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა შეისწავლა კადრები, რომლებიც თავიდან ბევრს შეუმჩნეველი დარჩა. საქმე ეხება საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიას, რომელიც ცნობილია თავისი როლით საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში. ცენტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში ჩარევით მოსკოვმა დაამტკიცა, რომ იბრუნებდა გლობალური ძალის სტატუსს და დასავლეთის საპირწონე ხდებოდა რეგიონში. ახლა კი სირიაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის რუსეთის გლობალურ ამბიციებს.
ევროკომისია არ აპირებს, საქართველოსთან ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს. ეს ცნობილი ხდება ყოველწლიური გაფართოების ანგარიშიდან, რომელსაც ევროკომისია დღეს წარადგენს. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზეც და ხაზგასმულია ის დარღვევები, რომელთა ფონზეც ხმის მიცემამ ჩაიარა.
50.46% და 49.54% - სხვაობა 12 ათასი ხმა - შედეგების სრულად დათვლის შემდეგ, მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირის შესახებ პროევროპულმა მხარემ, რომელსაც მხარს უჭერდა მოქმედი პრეზიდენტი და მთავრობა, იმაზე მცირე სხვაობით მოიგო, ვიდრე ამას წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა.
ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შემდეგ წარდგენილია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობისკენ გზის გაკვალვას და „უცხოეთის აგენტების“ კანონს მიესალმება.
ჰაშემ საფიედინი ისრაელის მიერ მოკლული ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ბიძაშვილი და პოტენციური მემკვიდრეა.
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. რა მიზნები აქვს ისრაელს, შეუძლია თუ არა ჰეზბოლას ბრძოლა და როგორ რეაგირებენ ირანი და მისი რეგიონული მოკავშირეები?
ტრადიციულად ძლიერ მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს შორის ვითარება მსუბუქად დაიძაბა. მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებისთვის საკვანძო „ზანგეზურის დერეფანია“.
რუსული ძალები დონბასში ქალაქ პოკროვსკს უახლოვდებიან - არადა, უკრაინის ჯარების მთავარსარდალი რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ ამ მიმართულებით ვითარება დასტაბილურებული იყო. გერმანიის კანცლერმა რუსეთის მონაწილეობით შესაძლო „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ დაიწყო საუბარი.
საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია - წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან დაბრუნება არც ისეთი იოლი იქნება, ეუბნება რადიო თავისუფლებას გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი.
ჩამოტვირთე მეტი