უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს დაავალა გამოიძიოს ბუნებრივი რესურსების თაობაზე შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული შეთანხმების უახლესი პროექტის გაჟონვა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარაშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს თავს დასხა. შემთხვევა დღეს, 5 აპრილს მოხდა თბილისის ცენტრში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ქაშვეთის ეკლესიასთან.
ციმბირში რამდენიმე რეგიონს ქარიშხალი დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა ხანძრები გააძლიერა და ცეცხლი სახლებსაც მოედო. ქარის სისწრაფე წამში 30 მეტრს აღწევს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა კვირის ჩათვლით გაგრძელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში მოლდოვის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, კიშინიოვის მხრიდან სამი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების პასუხად.
5 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უცხოელ დიპლომატებს, რომლებმაც რუსეთის მიერ კრივოი როგის დაბომბვის შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხისთვის არის განწირული. მისი თქმით, მათი პარტიის რეიტინგი გაუმჯობესებულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, 4 აპრილს განაცხადა, რომ კვლავ გადადებდა Tik-Tok-ის შესახებ გამოცემული კანონის აღსრულებას. Truth Social-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ვადა 75 დღით, 2025 წლის 18 ივნისამდე გახანგრძლივდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პარტია „ძლიერი საქართველოდან“ ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა. ამით მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„მთავარი არხის“ წამყვანები ნათია გოგსაძე და თეა ადეიშვილი ახალ გადაცემას იწყებენ YouTube-ზე. პირველი გადაცემა დღეს, 5 აპრილს გამოქვეყნდება.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში რეგისტრირებულია ახალი საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ანაზღაურება გაეზრდებათ. ამ ინიციატივის ავტორი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტია.
კრივოი როგში, სადაც რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, მსხვერპლის რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. ინფორმაცია გაავრცელა დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.
დღეიდან, 5 აპრილიდან საქართველოში ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჩამოტვირთე მეტი