Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
დღეიდან ამინდი უარესდება - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

დღეიდან ამინდი უარესდება - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

დღეიდან, 5 აპრილიდან საქართველოში ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

5-7 აპრილის პროგნოზი ასეთია:

  • თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერი დღისით +20, +22 გრადუსამდე გათბება;
  • სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება;
  • დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) იწვიმებს. ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება;
  • დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): წვიმას ელიან. ჰაერი დღისით +20, +22 გრადუსამდე გათბება;
  • დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება;
  • ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ამ რეგიონშიც ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ტემპერატურა +22, +24 გრადუსი იქნება;
  • კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება;
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება;
  • აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG