„ჩემი ადმინისტრაცია ძალიან ბევრს მუშაობდა Tik-Tok-ის გადასარჩენად გარიგებაზე და ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს. შეთანხმება მოითხოვს მეტ შრომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო თანხმობის ხელმოწერა“, - აცხადებს ტრამპი.
აკრძალვას, რომელიც Tik-Tok-ის შესახებ უნდა გავრცელებულიყო დონალდ ტრამპის წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში მოაწერა ხელი. ამ კანონით, Tik-Tok-ის მფლობელი ჩინური ByteDance-ს ეს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში 2025 წლის 19 იანვრიდან აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალებოდა. ტრამპმა აკრძალვის ამოქმედება მაშინაც 75 დღით გადადო - ეს ვადა 4 აპრილს იწურებოდა.
ფორუმი