„ორი წელიწადი საპროტესტო აქციებზე ვიარე. ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა დაკავების, ჯარიმების და დაპატიმრებისა, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსმა აქტივისტმა ურალიდან, რომელმაც, სხვა აქტივისტების მსგავსად, სამშობლო დატოვა.
რუსეთის მთავრობა ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს კანონდამრღვევ ხულიგნებად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებული იყო, მათ ძალით გასწორებოდა. სხვაგვარი ინფორმაცია აქვთ თვითმხილველებს.
ნორვეგიამ დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ადამიანის უფლებათა პოლონელ აქტივისტს, რაფაელ გაველს, და დაადგინა, რომ პოლონეთის პოპულისტურმა მთავრობამ ძირი გამოუთხარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და კანონის უზენაესობას.
მედდის თანაშემწე მარია ტიშკო COVID-19-ით დაავადდა სანქტ პეტერბურგის საავადმყოფოში მუშაობისას. როცა ის გარდაიცვალა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრა მის ოჯახს.
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, მინსკთან დაკავებული რუსეთის დაქირავებული მეომრები „ქვეყნის დესტაბილიზაციას“ გეგმავდნენ. რა მოხდა სინამდვილეში?
2 აპრილს ჟურნალისტის ნაცნობმა გამოაქვეყნა მასთან მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ პეტროვას კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა.
ყოველი წლის ზაფხულში რუსეთის ქალაქ ტომსკის მცხოვრებთა მცირე ჯგუფი 550-კილომეტრიან გზას გადის მდინარე ობის შუაგულში მდებარე ნაზინსკის კუნძულისაკენ, რათა გვირგვინებით შეამკოს იქ აღმართული ხის ჯვარი.
ივლისში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილმა მანამდე საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, როდესაც, პოროშენკოს მიწვევით, ოდესის გუბერნატორობაზე დათანხმდა.
ლენა ჰეიდესი მხატვარია. ციმბირში დაიბადა, მზის დაბნელების დღეს. ბოლო ხანს სახელი გაითქვა მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, პორტრეტების ხატვით.
როგორ უნდა გაართვა თავი ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას? ეს შეკითხვა - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიისა და უკრაინაშივე სეპარატისტების მხარდაჭერის და, უფრო ფრათოდ, უცხოეთში სამხედრო გააქტიურების ფონზე - ბევრ ქვეყანაში არის აქტუალური, მათ შორის, შეერთებულ შტატებში.
ისინი სულ რვანი იყვნენ, რვა გაბედული ადამიანი, ვინც არ შეუშინდა საბჭოთა რეჟიმის რეპრესიებს და 1968 წლის 25 აგვისტოს მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე, საჯაროდ გააპროტესტა საბჭოთა არმიის შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში.
15 ივლისს ამერიკულმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენმა“ გაავრცელა ინფორმაცია ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს ხელთ არსებულ სპეციალურ ანგარიშზე, რომლის თანახმად, გასული წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგი“ დონეცკელი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
2008 წელს ვლადიმირ პუტინმა ცალსახად დაგმო ჰიტლერის გერმანიასა და სტალინის საბჭოთა კავშირს შორის 1939 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი.
უკრაინამ მიიღო კანონები, რომლებიც დეკომუნიზაციას, ანუ კომუნისტური მემკვიდრეობისაგან გათავისუფლებას ემსახურება.
ევროკავშირის ექსპერტებს იმთავითვე არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სირიზას“ პარტიის გამარჯვება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა ევროკავშირის წევრთა მყიფე სოლიდარობას.
რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა „ლევიათანმა“საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილი„ოქროს გლობუსი“ მოიპოვა.
1989 წლის შემოდგომაზე უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპაში აგორებული ხავერდოვანი რევოლუციების ცენტრში იმყოფებოდა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ამბობს, რომ მას, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, დაპატიმრება ემუქრება.
ჩამოტვირთე მეტი