ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას, თანახმად, ორშაბათს, 22 მაისს, გამოაქვეყნებს თბილისის მერიის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხის კანონიერების შესახებ დასკვნას.
7 თვითმმართველი ქალაქისთვის - გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, ახალციხისთვის, ამბროლაურისა და მცხეთისთვის - სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 მაისს საგანგებო პრესკონფერენცია ერთდროულად 5 ქალაქში გამართეს.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დამატებით კიდევ 10 ქალაქში გაიმართება.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დისკუსიები გაიმართება რეგიონებში - დამატებით 10 მუნიციპალიტეტში - და თბილისში, სადაც 10 შეხვედრა ქალაქის რაიონების მიხედვით შედგება.
იმ პარტიებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე პლებისციტის დანიშვნის საკითხზე, არის რესპუბლიკური პარტიაც.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა 2017 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერიც გაკეთდა.
ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად 32 მილიონ ევროს გამოუყოფს.
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყება. 9 წევრისაგან შემდგარი საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ქვეყანაში შრომის უფლებების უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს რუსთავიდან, ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან და ზუგდიდიდან.
დღეიდან, 1 მაისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რამდენიმეთვიანი ტაიმაუტის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ერთობლივად შექმნან ახალი ცენტრისტული პარტია.
უნდა დაწესდეს თუ არა მოსამართლის შეურაცხყოფაზე საგანგებო რეგულაციები და დაემუქრება თუ არა ასეთ შემთხვევაში საფრთხე გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში - ამ საკითხზე თითქმის ორდღიანი დისკუსიების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ინიციატივას მომხრეებზე მეტი მოწინააღმდეგეები ჰყავს.
20 აპრილიდან დედაქალაქში გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმების სანქციები ამოქმედდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმის პარალელურად, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო.
ე.წ. „ციანიდის საქმის“ გამოძიების პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის გამო, დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივრით მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომლის ოთხთვიანი მანდატი აპრილის ბოლოსთვის იწურებოდა, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე მუშაობა დაასრულა.
როგორ იცავს ტყესა და ბუნებრივ რესურსებს სახელმწიფო და რამდენად უფრთხილდება გარემოს მოსახლეობა?
„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ გუშინ სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში პარლამენტის დეპუტატებსა და კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ გააცნო.
ჩამოტვირთე მეტი