Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასრულდა


ანა ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური
ანა ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომლის ოთხთვიანი მანდატი აპრილის ბოლოსთვის იწურებოდა, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე მუშაობა დაასრულა. ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შექმნილ პროექტს კომისიის წევრები 22 აპრილს უყრიან კენჭს. ამის შემდეგ დოკუმენტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება და შეფასებისთვის ვენეციის კომისიასაც გაეგზავნება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტის ავკარგიანობაზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები - “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG