"ბავშვთა სამყაროს" შენობის დაწვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ჯგუფის წინაშე დგას - ამ ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა პრაქტიკულად აუნაზღაურებელი ფინანსური ზარალი განიცადეს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ახალი პროგრამა “მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა” დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 %-ით განისაზღვრა.
ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისა და მეორეზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აპირებს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივა შეისწავლოს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ ექსპორტის შემცირების ტენდენცია გასულ წელს მთავარ ხაზად გასდევდა.
სოფლის მეურნეობას, როგორც 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ითქვა, დაფინანსება შეუმცირდა. წარმოდგენას იმაზე, თუ რა რჩება 2017 წელს სფეროს პრიორიტეტად, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წლის პრიორიტეტები იძლევა.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აპირებს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია.
პრემია და დანამატი დასაქმებული ადამიანის წახალისების მექანიზმებია და, შესაბამისად, მის გაცემაში, ზოგადად, კრიმინალური არაფერია, მათ შორის, არც საჯარო სექტორსა და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში, თუ მიდგომა ობიექტურია და საყოველთაო.
ახალი აქციზები ნავთობპროდუქტებზე, მანქანებსა და სიგარეტზე საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რამაც, პირველი დაკვირვებით, უკვე მოახდინა ზეგავლენა ფასების ზრდაზე საქართველოში.
ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დაეთანხმა.
9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7550 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7674 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.24 თეთრი შეადგინა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგები შეაჯამა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასული წლის სტატისტიკურ შედეგებს აჯამებს და საზოგადოებას აუწყებს, რომ 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, 2015 წელთან შედარებით, 7.6 %-ით გაიზარდა.
ცოტა ხნის წინ მედიის ნაწილში ირონიული შინაარსის მასალები გამოქვეყნდა ღორების თუ ძროხების პასპორტიზაციის თემაზე, თუმცა, სინამდვილეში, აქ ლაპარაკია, ევროპული სტანდარტის თანახმად, მოსახლეობისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებაზე იმ პროდუქტის შესახებ, რომლითაც ის იკვებება.
2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც მოქალაქეებისთვის საგადასახადო რეჟიმის ცვლილებასა და სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს უკავშირდებოდა. მათი ამოქმედება 2017 წელს ეტაპობრივად არის გათვალისწინებული.
ონლაინ სესხების გაუქმების შეპირება, საბოლოო ჯამში, მათ რეგულირებად გარდაიქმნა. ხელისუფლებამ უარი თქვა დაფინანსების ამ ფორმის სრულად აკრძალვაზე და გადაწყვიტა საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცია ამ გზით გაცემული სესხების პროცენტი.
გამოცემა Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც საქართველოს 139 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი უკავია.
პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელები ყოველკვარტალურ მოსაკრებელს ახალი რეგულაციით გადაიხდიან - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
მომავალ წელს ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობათა გაზრდას პროგნოზირებს. სოციალური და სახელფასო საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის პარალელურად, ეს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.
ჩამოტვირთე მეტი