სემეკის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 2 %-ზე ოდნავ მაღალი მაჩვენებლით იზრდება.
ფოთის ნავსადგური უამინდობის გამო შეფერხებებით მუშაობს. წლევანდელი ზამთრის მკაცრი მეტეოპირობების გამო, 3 დეკემბერს, ღამით, ძლიერი შტორმის შედეგადფოთში ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს მიაღწია.
აშშ დოლარმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს არამხოლოდ საქართველოს სავალუტო ბაზარზე მიაღწია. საერთაშორისო ბაზარზე დოლარი ევროსა და იენთან მიმართებაშიც, მათი კურსის ვარდნის ფონზე, უპრეცედენტოდ გამყარდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა.
საქართველოს ხელისუფლებამ 1 იავნრიდან საჯარო სექტორში ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია დააანონსა, თუმცა ჯერჯერობით, ახალი წლის დადგომამდე სულ ორიოდე კვირით ადრე, გარკვეული არ არის, რა ფორმით განხორციელდება ოპტიმიზაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვოს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.
წლის ბოლო თვეში ხელისუფლებას 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ცვლილებები ადასტურებს მთავრობის მიმართ ოპოზიციის მიერ წაყენებულ ბრალდებებს.
ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1 მილიონ 31ათასი ლარით გაიზარდა და 801 მილიონ 302 ათასი ლარი შეადგინა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ამ დარგში არსებული ძირითადი ტენდენციები. კვლევა 2012-2016 წლებს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ უფრო ადრინდელ საკითხსაც შეეხება.
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,11,9 %-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა.
ბრექსიტის შესახებ გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთს კეთილდღეობის შემცირებად დაუჯდა, უკუსვლის გარეშე გასულ წელს არც რუსეთისა და ჩინეთისთვის ჩაუვლია, იაპონია კი, ტრადიციულად, მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.
”თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში, საქართველოში უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა. როგორც ”თიბისი ბანკი” იუწყება, შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).
ხელისუფლებამ ჯერ კიდე 2016 წლის გაზაფხულზე შეიმუშავა მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძვრები ნაკლებად შეიმჩნევა.
2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 მილიარდ 957 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.
ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მწარმოებლებმა შეძლონ აუცილებელი ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 421 მლნ ლარით გაიზარდა და 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის გაზრდა საშინაო ვალის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა.
საქართველოში საკმაოდ უცნაური ეკონომიკური სიტუაციაა შექმნილი- მაშინ როცა ლარი ისტორიულ მაქსიმუმებს იპყრობს და ერთ დოლართან ეროვნული ვალუტის კურსი 2,48 ნიშნულს აღწევს, საქართველოს სტატისტიკის სამსახური გვაუწყებს, რომ ქვეყანაში დეფლაციაა.
ჩამოტვირთე მეტი