საქართველოს ხელისუფლება დღეს 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრებს აზუსტებს. თუმცა, სანამ ახალი ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდება, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს 2016 წლის ბიუჯეტის ანალიზი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა მოამზადა ექვსი თვის შედეგები, რომელთაგან შემდეგ ტენდენციებს ვთვლით ყურადსაღებად.