საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა საწყის ეტაპზე შემცირდა.
2016 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წელს 8 თვის ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს.საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (1მილიარდ 304 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (891 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (460 მლნ აშშ დოლარი).
სხვადასხვა ეკონომიკურ ინდექსში ქვეყნის ადგილი წარმოდგენას ქმნის მის ადგილზე მსოფლიო ეკონომიკაში და ქმნის წინაპირობას ინვესტიციებისათვის ან, პირიქით, აფერხებს ქვეყანაში მათ შემოსვლას.
ხორბლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2016-2017 წლების სეზონში 20 მილიონი ტონით მეტი იქნება და 2046 მილიონ ტონას მიაღწევს.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 2015 წლის საგარეო ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა.
10 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 მილიონ 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საქართველოში სოფლის დახმარების ახალი პროგრამა იწყება. მიმდინარე წლის აგვისტოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც, საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე გავლენების ანალიზის თვალსაზრისით, საინტერესო დოკუმენტია.
აგვისტოს დასაწყისში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა ივლისის და გასული 7 თვის ინფლაციის მაჩვენებლები შეაჯამა.
საქართველოსთვის ეკონომიკური მოგება, რომელიც ნატოში გაწევრიანებას შეიძლება ჰქონდეს, ცალსახაა და სხვა ქვეყნების გამოცდილება პასუხს სცემს ეჭვებს, რომლის დანერგვასაც ცდილობენ საზოგადოებაში ცალკეული პოლიტიკოსები.
კვლევამ, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფერმერთა ასოციაციის დახმარებით ჩაატარა, საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა ფერმერთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით.
ამ დღებში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის, „ბორჯომის“, იმპორტი.
ბოლოდროინდელი მსოფლიო მოვლენები უდავოდ აისახება მსოფლიოს ეკონომიკაზე. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ე. წ. ბრექსიტის გადაწყვეტილების გამო ფუნტი სტერლინგის პოზიციები უკვე შეირყა დოლარის მიმართ.
თურქეთის მოვლენებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა თურქეთის ეკონომიკაზე და, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს რეგიონის ქვეყნებზეც.
2016 წლის „სოციალური პროგრესის ინდექსში“, რომელიც ქვეყნაში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, საქართველო 69,17 ქულით 133 ქვეყანას შორის 54-ე ადგილზე მოხვდა. წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 6 პუნქტით გაუმჯობესდა.
საქართველოში საზოგადოებას ხშირად საკმარისი ინფორმაცია არა აქვს მეზობელი ქვეყნების, მათი ეკონომიკის, თანამშრომლობის დღევანდელი დღისა და სამომავლო გეგმების და შესაძლებლობების შესახებ.
ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად მაისის ბოლოს გაიხსნა. სეზონის შეჯამების დრო, ცხადია, შემოდგომაზე, ოქტომბრისთვის მოვა, როცა უკვე მეტ-ნაკლებად დეტალურად გვეცოდინება როგორც ვიზიტორთა, ისე ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების რაოდენობა.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები, შესაძლებლობა ეძლევათ, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირონ.
ჩამოტვირთე მეტი