Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი ცნობილია


საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1 მილიონ 31ათასი ლარით გაიზარდა და 801 მილიონ 302 ათასი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა და, ჯამში, აღნიშნული პრიორიტეტის პროექტების განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ეკონომიკის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00
გადმოწერა

დაზუსტებულ პროექტში უცვლელი დარჩა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და მოვლა-შეკეთებისთვის განსაზღვრული თანხა. 2017 წელს, გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით, დედაქალაქის მერია 6.8 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).

რაც შეეხება კიდევ ერთ პრიორიტეტს, გამწვანებას, ამ მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტში, წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მლნ-იანი ზრდაა, რაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში არ შეცვლილა.

უცვლელია განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში განსაზღვრული თანხაც. აღნიშნული მიმართულებით, წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 15 მლნ ლარზე მეტია ზრდა - დასრულდება 10 დაწყებული ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი.

გარდა ამისა, 2017 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტში ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის დამატებით 2 მილიონ 19 ათასი ლარი განისაზღვრა, მათ შორის, გათვალისწინებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

დაზუსტებულ პროექტში 1,9 მლნ ლარით არის გაზრდილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია. დაგეგმილია, ასევე, ახალი პროექტების დაწყება, მათ შორის, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, პუშკინის N19 და ყავლაშვილის N 5-N7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ფიროსმანის ქუჩაზე სამი სახლისა და წინამძღვრიშვილზე N11 და N 39 სახლების რეაბილიტაცია.

2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა გაზრდილია კომუნალური ვაუჩერების მიმართულებითაც. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, აბონენტის ნომერზე, 16 ლარის ნაცვლად, ჩაერიცხებათ არა უმეტეს 20 ლარისა მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად.

2017 წელს დასრულდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიც, კერძოდ, დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება, რისთვისაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში დამატებით 2,3 მლნ ლარია განსაზღვრული.

2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებამ გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 22,3 მლნ ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG