2012-2013 წლებში კერძოდ დაზღვეულ ადამიანთა რიცხვი 117,000 ადამიანით, ანუ 20 პროცენტით შემცირდა, რამაც შესაბამისად გაზარდა სახელმწიფო ბიუჯეტზე წნეხი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოაქვეყნა.
მსოფლიოს ხუთმა წამყვანმა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა განვითარების ახალ ბანკს და საგანგებო სარეზერვო ფონდს. 5 მონაწილე ქვეყანაა ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა (BRICS).
ზაფხულის სეზონის მთავარი მოთამაშე, როგორც ცნობილია, აჭარის რეგიონია, სადაც საქართველოს ზღვისპირეთის ყველაზე მეტი კურორტი და ტურისტული ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
საქართველოს საავტომობილო გზების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა განვითარებული მსოფლიოს სტანდარტებისგან კვლავ საკმოად დაცილებულია.
საქართველოში მომავალი წლისთვის აგროდაზღვევის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება. იგეგმება ასევე აგროდაზღვევის პროგრამის შემუშავება ფერმერებისთვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში არსებული ვითარება და დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
რუსეთი განაგრძობს ქართული ღვინის ექსპორტში წამყვანი პოზიციების დაკავებას. დღეის მონაცემებით, მას ღვინის ექსპორტში უკვე 66 პროცენტი უკავია.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის I კვარტალში სულ 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
გლობალური საცალო ვაჭრობის განვითარების 2014 წლის ინდექსში საქართველო, გასულ 2013 წელთან შედარებით, ერთი პოზიციით არის დაწინაურებული და მე-7 ადგილზეა.
გასული, 2013 წლის, ბიუჯეტის 632 მილიონი ლარის გარღვევის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტის რატიფიცირებამდე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკვე ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი და ასევე შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.
სულ მალე ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება და ადგილობრივი ხელისუფლება უკვე სრულად დაკომპლექტდება.
ორი დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმი (დროებითი აკრძალვა).
განხორციელდა 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მედია იუწყება, რომ პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირდება და მიზნად ისახავს გორში კრიპტოვალუტის ცენტრის დასრულებას. ცენტრი მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნება.
გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე, გაზის მოპოვებისა და დისტრიბუციის დაწყება გახლდათ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის პირველი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოში ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ახსენდებათ ენერგოდამოუკიდებლობის თემა. ეს საკითხი ძირითადად მსხვილი ჰესების მშენებლობის დროს ხდება ხოლმე აქტუალური, უპირატესად - ეკოლოგიურ კონტექსტში.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქართველოში 658 ათასი დაქირავებით დასაქმებულია და ისინი სულ დასაქმებულთა 38 პროცენტს შეადგენენ.
ჩამოტვირთე მეტი