ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) მხარდაჭერით, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა განახორციელა და შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საცალო ვაჭრობის, წარმოების, ფარმაციის, სამომხმარებლო საქონლის გასაღებასა და ელექტროტექნიკის სფეროში საქართველოში მოქმედმა 20-მა კომპანიამ.