Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მიწოდების ჯაჭვის" კვლევა საქართველოში


ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) მხარდაჭერით, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა განახორციელა და შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საცალო ვაჭრობის, წარმოების, ფარმაციის, სამომხმარებლო საქონლის გასაღებასა და ელექტროტექნიკის სფეროში საქართველოში მოქმედმა 20-მა კომპანიამ. გამოვლენილ იქნა ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სექტორში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. კვლევის ფარგლებში ასევე შეფასდა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობა და მოხდა შედეგების შედარება საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბით.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხული კომპანიების 73 პროცენტი ინვესტირებას ახდენს დაგეგმარებისა და შესყიდვების მიმართულების თანამშრომელთა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, რაც მათ საშუალებას აძლევს გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და საბაზრო მოთხოვნებს. ამასთან, მისაღები თანხების უფრო სწრაფად მობილიზებისთვის და შეცდომების ალბათობის შესამცირებლად ფირმების 50 პროცენტზე ნაკლები იყენებს ავტომატიზირებული ინვოისის სისტემას.

კერძო სექტორის კონკურენციის ამაღლების მიზნით, გამოიკვეთა შემდეგი რეკომენდაციები: 1) მიწოდების ჯაჭვის პერსონალის კარიერული დაგეგმარება, სპეციალურად შემუშავებული პროგრამების შექმნა, რაც გაზრდის დასაქმებულთა პასუხისმგებლობას და სექტორულ თანამშრომლობას; 2) გადასახადის შეგროვებისა და მიწოდების ჯაჭვის ყველა პროცესში ავტომატიზაციის ზრდა შეამცირებს შეცდომების ალბათობას და გაზრდის ეფექტიანობას; 3) საწარმოო პროცესებში პროგნოზირების პრაქტიკის დანერგვა გააუმჯობესებს ქვეყნის რეიტინგებს საერთაშორისო მასშტაბით; 4) მომწოდებლების მონიტორინგი და მენეჯმენტის პრაქტიკის დანერგვა შესაძლებელს გახდის შესრულების ინდიკატორის გაუმჯობესებას; 5) ინვენტარიზაციის სწორი მენეჯმენტი ნაღდი ფულის დაზოგვისა და შემდგომ განვითარებაში ინვესტირების შესაძლებლობას შექმნის.

ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები, რაც ქვეყნის რეგიონალური ლოგისტიკური და სავაჭრო ჰაბის მნიშვნელობას გაზრდის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა საკმარისი არ არის, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ არსებულ ინფრასტრუტურას და მიწოდების ჯაჭვის განვითარებას ენიჭება.

XS
SM
MD
LG