რუსეთში წელს 14 აპრილი პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმის დღე იყო. ვლადიმირ პუტინმა არ უღალატა ტრადიციას და რამდენიმე საათი დაუთმო ჟურნალისტების, ექსპერტების, რიგითი მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხის გაცემას.
2 აპრილს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მთიან ყარაბაღში ყველაზე მასშტაბურ დაპირისპირებად არის მიჩნეული 1994 წელს ზავის ამოქმედების შემდეგ.
"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ კვლევაზე, რომელიც საქართველოში არცთუ სახარბიელო მდგომარეობას ასახავს: წიგნიერების დონის მაჩვენებლით საქართველო 51-ე ადგილზეა გამოკვლეული 61 ქვეყნიდან.
"მეათე სტუდიაში" გიამბობთ ძველი საბუთების დედნების მდიდარ კოლექციაზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ინახება.
„მეათე სტუდიის“ სტუმარია რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი ავთანდილ იმედაძე. ის 17 მარტს გვეწვია რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროში.
კინოდოკუმენტალისტ თომა ჩაგელიშვილის ფილმები, უმეტესწილად, საქართველოს ბოლო რამდენიმე ათწლეულის ისტორიას ასახავს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდებს.
მიგიწვევთ თბილისში, მუზეუმში, რომელშიც 9 მარტს გაიხსნა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია „ნუმიზმატიკური საგანძური“.
რუსი ჩოგბურთელი, "გრენდ სლემის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებული მარია შარაპოვა აღიარებს, რომ იანვარში გამართული ტურნირის დროს მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს.
"მეათე სტუდიაში" დღეს დავუბრუნდებით ბოლო დროის ერთ-ერთ მთავარ სამეცნიერო მიღწევას, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას. ამჯერად ფიზიკოსი ანდრია როგავა უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს.
"მეათე სტუდიის" წინა გამოშვებაში შემოგთავაზეთ ინტერვიუ, რომელიც მიეძღვნა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო მიღწევას - გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებას.
11 თებერვალს შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები. ეს სიახლე დიდ გარღვევად არის მიჩნეული.
მეათე სტუდიაში გიამბობთ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, მოსალოდნელია 2017 წლიდან საქართველოში შობადობის შემცირება.
რუსმა ოპოზიციონერმა ილია იაშინმა მოსკოვში წარმოადგინა ანგარიში „მუქარა ეროვნულ უსაფრთხოებას“, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, საქმიანობას ეხება.
რამდენიმე დღეც და საქართველო აღადგენს უვიზო რეჟიმს ირანის მოქალაქეებისათვის. ამ სიახლესა და ირანის გარშემო ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბარი ვთხოვე ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, გიორგი სანიკიძეს.
საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით ბოლო დროის მნიშვნელოვანი ამბებიდან არაერთი იძლევა მიზეზს ირანზე სასაუბროდ.
"მეათე სტუდიაში" ამჯერად შევეცდებით გავერკვეთ, რა საფრთხეებს უკავშირდება მსოფლიოს ზოგ რეგიონში ზიკის ვირუსის ბოლოდროინდელი გავრცელება.
"მეათე სტუდიაში" საუბარს დავიწყებთ ერთი წიგნით, რომლის ავტორმაც გასულ საუკუნეში კატასტროფა დაატეხა მთელ მსოფლიოს - ეს არის "მაინ კამპფი". ვისაუბრებთ კიდევ ერთ გერმანულ წიგნზე.
ამ თვეში გერმანიის წიგნის მაღაზიებში გამოვიდა წიგნი, რომლის ავტორიც არის მსოფლიოში თუ უდიდესი არა, ერთ-ერთი უდიდესი ბოროტმოქმედი, ადოლფ ჰიტლერი.
თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯონი ჯანაშია მრავალმხრივი ადამიანია: ექიმი, მომღერალი, მსახიობი, კონცერტების ორგანიზატორი.
"მეათე სტუდიაში" გაგაცნობთ საქართველოში დაწყებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობას“, რომლის ინიციატორებიც საქართველოში ნარკოპოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ.
ჩამოტვირთე მეტი