Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იზიდავს ირანელებს საქართველოში?


გიორგი სანიკიძეს
გიორგი სანიკიძეს

საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით ბოლო დროის მნიშვნელოვანი ამბებიდან არაერთი იძლევა მიზეზს ირანზე სასაუბროდ. ახლო აღმოსავლეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 80 მილიონს აღწევს, წლების განმავლობაში იყო მიჩნეული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან ამოვარდნილად. მისი ბირთვული პროგრამა, დასავლეთის შეფასებით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდა, რის გამოც ირანს მკაცრი სანქციები დაუწესეს. მაგრამ, შარშან მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან - მათ შორის, შეერთებულ შტატებთან - ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შემდეგ, თეირანი ბრუნდება როგორც ერთ-ერთი ძლიერი "მოთამაშე". მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების უდიდესი ნაწილი გაუქმებულია. საქართველოს რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 15 თებერვლიდან აღდგება უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისათვის. საუბარია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობაზეც. ირანის გარშემო, პირველ რიგში, საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიახლეებზე საუბარი ვთხოვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გიორგი სანიკიძეს.

რა იზიდავს ირანელებს საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:18:28 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG