"მეათე სტუდიაში" დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი გვესაუბრება თავის ახალ ნამუშევარზე, პრაღის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მის ჩვენებასთან დაკავშირებით - ფილმი ასახავს საქართველოში მცოცავი ოკუპაციის პრობლემას; მიგიწვევთ თბილისში, მუზეუმში, რომელშიც 9 მარტს გაიხსნა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია „ნუმიზმატიკური საგანძური“; გიამბობთ ცნობილი ფილოლოგის, მზექალა შანიძის საჯარო ლექციაზე უძველესი ქართული ხელნაწერების შესახებ; მოისმენთ საუბარს პოეტ ირაკლი კაკაბაძესთან, რომელიც ცნობილია თავისი მწვავე სოციალური პოეზიით.