Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექსტი, როგორც ნეგატიური სიმბოლო: ზაალ ანდრონიკაშვილი "მაინ კამპფის" შესახებ


ზაალ ანდრონიკაშვილი
ზაალ ანდრონიკაშვილი

ამ თვეში გერმანიის წიგნის მაღაზიებში გამოვიდა წიგნი, რომლის ავტორიც არის მსოფლიოში თუ უდიდესი არა, ერთ-ერთი უდიდესი ბოროტმოქმედი, ადოლფ ჰიტლერი. წიგნი, „ჩემი ბრძოლა“, წელს გერმანიაში გამოიცა იმ უბრალო მიზეზით, რომ ამოიწურა საავტორო უფლებების 70-წლიანი ვადა (ეს უფლებები 1945 წელს ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ ბავარიის მხარეს ეკუთვნოდა) და ამიერიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ სიძულვილით სავსე ტექსტის გამოქვეყნება. გერმანიაში, შეიძლება ითქვას, დაასწრეს წიგნის ფართოდ გავრცელებას იმით, რომ სწორედ 8 იანვარს გამოქვეყნდა „ჩემი ბრძოლის“ კომენტირებული გამოცემა: ტექსტს ახლავს მეცნიერთა განმარტებები, ინფორმაცია ისტორიულ კონტექსტზე, შენიშვნები, რომ, ვთქვათ, ავტორი ცრუობს, აზვიადებს, რაღაცას მალავს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ ბევრ ენაზე, ბევრ ქვეყანაშია გამოცემული (მათ შორის, ქართულადაც), გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდეგ „ჩემი ბრძოლის“ კვლავ გამოცემას ფართო გამოხმაურება და მწვავე დისკუსია მოჰყვა.

Mein Kampf
Mein Kampf

მე მოსაზრებების გაზიარება ვთხოვე ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის ცენტრის თანამშრომელს, თბილისის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილს. მას ჯერ ვთხოვე, აეხსნა, რატომ არის, რომ ბევრგან მსოფლიოში ერთგვარ მითად რჩება „ჩემი ბრძოლა“, რომ მოკრძალებული განათლების ადამიანებმაც კი ვიცით მისი სათაური ორიგინალში „Mein Kampf“. რატომ აქვს ამ წიგნს ერთგვარი მითოლოგიური შარავანდედი?

XS
SM
MD
LG