14-18 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში, იმართება წიგნის ბაზრობა - მსოფლიოში უდიდესი ასეთი ღონისძიება, რომელზეც თავს იყრიან ცნობილი მწერლები, მთარგმნელები, კრიტიკოსები, გერმანიისა და მრავალი სხვა ქვეყნის წამყვანი გამომცემლობების წარმომადგენლები.