"მეათე სტუდიაში" დღეს გამოვეხმაურებით ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს, რომელიც ამ თვეში მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მიგიწვევთ ორ გამოფენაზე - ჯერ ექსპოზიციაზე, სახელწოდებით „მახსოვს“, შემდეგ კი გამოფენაზე „აღმოაჩინე სამეგრელო“. ბოლოს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ცნობილ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილთან - მან რამდენიმე დღის წინ დაუკრა სოლო კონცერტი პრაღაში.