შეიძლება ითქვას, ვაგნერი მთელი ცხოვრება საკუთარ თავში დაატარებდა "ნიბელუნგის ბეჭედს". უკვე შემოქმედების ადრეულ ეტაპზე, მაშინ, როცა ახალგაზრდა კომპოზიტორი ბელინის, დონიცეტისა და მეიერბერის ოპერების პარტიტურების კორექტურით იყო დაკავებული, იგი იწყებს ფიქრს მასშტაბური მუსიკალური დრამების შექმნაზე.