მოკლედ, ვერა და ვერ მოვრჩი ვირტუალურ კუნძულზე წასაღებ ვერშელეულ საოპერო ნაწარმოებთა ჩამოთვლას; მეც გავწვალდი და, ვგონებ, თქვენც შეგაწყინეთ თავი. ჩემი რუბრიკის ავი კომენტატორები კი, წარმომიდგენია, რა ცოფებსაც ყრიან (ალბათ, მალე წავიკითხავთ უმიზეზოდ განრისხებულთა ქოროს ამგვარ რეპლიკებსაც: "აჰ, რა საშინელებაა "რადიო თავისუფლება", "ძირს პრაღულ ჰონორართა მუქთა მჭამელი, არამუსიკათმცოდნე ბუღაძე!", "რა უფლებით უსმენთ მუსიკას ის ხალხი, ვისაც მუსიკალური ათწლედი ან კონსერვატორია არ დაგიმთავრებიათ?", "ხელები შორს, არაპროფესიონალებო, ნოტებისაგან!" და ა. შ.). თუმცა აწ შეჩერება ვეღარ გამოგვივა: როგორც თავიდანვე ითქვა, ათეული ბოლომდე უნდა შესრულდეს.
დღევანდელი, "საკუნძულე" გადაცემისთვის სულ სამიოდე ოპერა მოგვრჩა. ყველაზე რთულიც ამ სამის ამორჩევა ყოფილა... მე რომ მკითხო, ვერდის 26-ვე შედევრს თან წავიღებდი ("ობერტოდან" ვიდრე "ფალსტაფამდე" და თვით ავტორის მიერ დაწუნებულ-შეძულებულ "კორსურსაც" კი), მაგრამ, ვიცი, არ გამატანენ, ამიტომ დიდი ტანჯვით, დიდი წუხილ-აღტაცებით ვარჩევ...
ვაი... აი ეს კი რთულია... ნეტავ, რომელს? "დონ კარლოსს"? "სიმონ ბოკანეგრას"? "სიცილიურ მწუხრს"? "ბედის ძალას"? "აიდას?" "ბალ-მასკარადს?" "ოტელოს"? "ერნანის"? "ატილას"? როგორ გინდა აქედან ამორჩევა! კარგი. მაინც "აიდა" იყოს. სიცოცხლის ხალისს გმატებს მეორე მოქმედების ფინალი. დირიჟორი აქაც რიკარდო მუტია. რადამეს-აიდა პლასიდო დომინგო და მონსერატ კაბალიეა. ეს სამი ფირფიტა (საბჭოური "მელოდიის" ლოგოთი კუთხეში) შორეულ ოთხმოცდაათიანებში მაქვს შეძენილი "მშრალი ხიდის" ქვეშ მდგომი ყოვლისმცოდნე არამასგან... სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და ხალხს მტკვრის პირას გაეტანა განძეული... ამ "აიდასაც" ფირფიტების გორაში წავაწყდი.
მეცხრე: ისევ ვაგნერი. "ვალკირია". ეს ოპერა საბოლოოდ ბაიროითის ფესტივალზე "ვაღიარე" 2009 წლის აგვისტოში. ორი ათასი კაცი ერთ ხმაში ვქვითინებდით. ორს (შუახნის ქალბატონებს) გულიც კი შეუღონდათ, გონება დაკარგეს. მართლა. ტყუილად არ ამბობენ, ქრისტიან ტილემანი გენიოსიაო... დირიჟორიც ეგ ყოფილა! თუმცა ამჯერად ამერიკელი ჯეიმს ლივაინის ვერსიას მოვისმენთ. იმედია, თავად მიხვდებით, კონკრეტულად სად ავქვითინდით.
და ბოლო, მეათე: განა შეიძლება პუჩინის გარეშე? მაგრამ, აბა, რომელი? ალბათ, "ტურანდოტი". კლასიკური ოპერა (ჩემი აზრით, მუსიკათმცოდნენო) ამ ნაწარმოებით სრულდება - 1925 წელს. მომდევნო წლებში დაწერილი ამ ჟანრის შედევრები (შტრაუსის, ორფისა თუ შოსტაკოვიჩის ოპერები), ასე მგონია, მაინც "სხვა პლანეტიდანაა". პუჩინი რაღაცნაირი დასასრულია. ჰოდა, ჩვენც დავასრულოთ. კიდევ კარგი, მართლა კუნძულზე არა ვართ.