ქართველებს ტრადიციად გვექცა ახალი წლის უაღრესად პომპეზურად, ხმაურიანად და მდიდრულად აღნიშვნა... არა, ხმაურიანები ყოველთვის ვიყავით, მაგრამ საახალწლო-სამოედნე კონცერტებმა აქამდე არნახულ გიგანტურ მასშტაბებს მიაღწიეს: შარშან, 31 დეკემბერს, ხოსე კარერასმა გამართა ბათუმში კონცერტი, წლეულს ანდრეა ბოჩელიმ, ხოლო ნოემბერში დიდი პლასიდო ეწვია ქართულ ზღვისპირეთს. თბილისი კი, როგორც წესი, ადგილობრივ პოპ-საესტრადო მაკულატურას შერჩა საჯიჯგნად. მაშასადამე, თუკი კარგი შემსრულებლების მოსმენა გსურს, რიკოთის გზას უნდა შეუდგე, თუ არა და, რეგიონალურ-სახელისუფლებო მომღერლებს შეაჭმევინო 31 დეკემბერი.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ანდრეა ბოჩელიც საესტრადო მომღერალია და არა საოპერო; ხმა კი მიუგავს ტენორისას, მაგრამ ვისაც მის მიერ შესრულებული არიები მოუსმენია (თუ არ ვცდები, ერთი-ორი საოპერო პარტიაც კი აქვს დისკზე ჩაწერილი), იმან კი იცის, რა ჩიტიცაა (ანუ რა ტენორია). ფრანკო კორელის მოწაფე იყოო, ამბობენ... რა გითხრათ, აბა? კორელი კი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტენორი, მაგრამ პედაგოგი რომ ვერ ყოფილა დიდი, ეს მისი მოწაფე-ბოჩელის ხმაზეც ჩანს; ხდება ხოლმე ასე, რას იზამ - თავად დიდი ხარ, მაგრამ რეპეტიტორობა არაფრით გამოგდის... მოწაფე კარუზოსაც კი ჰყავდა (ერთადერთი თავის ცხოვრებაში), ხმა დაუკარგა საწყალს...
თუმცა რეგიონალური მომღერლების ცქერას, ისევ ის სჯობს, ბოჩელიმ შეიწიროს ახალწლეულის ღამე! ერთი კია: თუკი ჩვენს ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ანდრეა ბოჩელი საქართველოში არც ჩამოსულა, ესენი ვიღაც სხვა სახელ-გვარის მქონე კაცის ჩამოსვლას გვამცნობდნენ: "ბოჩელს ძალიან მოეწონა ქართველი მსმენელი", "ბოჩელმა თან ჩამოიყვანა თავისი გერლფრენდი", "ბოჩელს ბათუმლებმა ბოჩოლა დაუკლეს" (ეს ბოლო მე მოვიგონე, თუმცა გვარგადმოცემის ფორმა აქაც უცვლელია). "ი" სადაა, მეგობრებო? სად გაქრა მთავარი იტალიური "ი"? ვინაა "ბოჩელ"? არა, არა, არ სწყალობენ ჩვენები გრამატიკას... იტალიელებს - ხომ საერთოდ! რამდენჯერ მომისმენია: "ბერლუსკონმა ეს ქნა, ბერლუსკონს ეს მოუვიდა" ან, სულ ახლახანს: "ორნელა მუტმა"... "მუტ" რა ჯანდაბაა? მარტო "მუტ" გემეტებათ ამ ქალისთვის?
ქართველ ჟურნალისტთა უმრავლესობა ქალაქებსაც უცვლის სახელებს. მაგ. იშვიათად თუ იტყვის ვინმე "ხელსინკიში", ი-ს აქაც ვერ იტანენ - საქართველოდან მხოლოდ ხელსინკში თუ წახვალ.
მოდი, ახლა ვითომ არა რუბრიკა "მუსიკა, მუსიკა", არამედ "ჩვენი ენა ქართული" მიმყავს. წარმოიდგინეთ, რომ ჩემს მაგივრად მზექალა შანიძე, ან შუქია აფრიდონიძე ზის რადიომიკროფონთან.
მაშ ასე. შეცდომაა: პლაჩიდო დომინგო. მართებული ფორმაა: პლასიდო დომინგო.
შეცდომაა: ლუჩიანო პავაროტი. მართებული ფორმაა: ლუჩანო პავაროტი.
შეცდომაა: თბილისის საახალწლო კონცერტი. მართებული ფორმაა: ბათუმის (თუმცა არა მაინცდამაინც წლევანდელი).
ასევე შეცდომაა კლასიკური მუსიკის კონცერტის ჩატარება ღია ცის ქვეშ... მით უმეტეს, საქართველოში. მით უფრო - "ტრავიატას" "ბრინდიზის" სიმღერა შუაღამემდე 10 წუთით ადრე: ქართველი ხალხი ამ მავნებლური და საზიზღარი "ხლაპუშკების" აფეთქებას ახალ წლამდე 10-15 წუთით ადრე იწყებს და, ცხადია, სხვა არც აღარაფერი ისმის. შარშან კარერასი ჩაახრჩვეს, წელს ეს საბრალო ბოჩელი... სულ მაინტერესებს, ვის შემოაქვს საქართველოში ეს საშინელება? ვინ ფლობს ქართველთა გამომაყრუებელ ბიზნესს? ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ გვისპობს ნერვულ სისტემას!
თუმცა, მადლობა ღმერთს, ჩვენს რადიოში არც "ხლაპუშკებს" მოგკადრებთ ვინმე, არც ბოჩელის ბოჩოლას და არც, ბოდიში და, რეგიონალურ საესტრადო ხმებს. დღევანდელ გადაცემას ჭეშმარიტად დიდი მუსიკით - იოჰან სებასტიან ბახის "საშობაო ორატორიით" ვასრულებ.