21 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის ახლად გარემონტებულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის "აიდა" შესრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საოპერო თეატრში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, დასი მაინც არ წყვეტს მუშაობას და სეზონის გახსნის შემდეგ უკვე არაერთი სპექტაკლით წარდგა მსმენელის წინაშე.
სპექტაკლებს საკონცერტო შესრულებით წარმოადგენენ, დეკორაციებისა და კოსტიუმების გარეშე.
გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე ყოველთვის საკონცერტო შესრულებას ვანიჭებდი უპირატესობას, რადგან ამ დროს ყურადღება მხოლოდ მუსიკასა და ვოკალზეა კონცენტრირებული და არა სპექტაკლის სარეჟისორო თუ სამხატვრო მხარეზე, მით უმეტეს, დღეს, როდესაც უმეტესობა რეჟისორებისა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მუსიკა მეორე პლანზე გადავიდეს და როგორმე ვერ მიაღწიოს მსმენელის ყურამდე (სწორედ ამის შესახებ გიამბობდით ცოტა ხნის წინ ბაიროითიდან, სადაც არაჩვეულებრივი მუსიკა და შესრულება სრულიად შთანთქა გამაოგნებლად უნიჭო რეჟისორის ვულგარულმა ფანტაზიამ).
მართალია, ამ შემადგენლობით "აიდა" აქამდეც შესრულებულა საოპერო თეატრში (აიდა - მაყვალა ასპანიძე, რადამესი - გია ონიანი, ამნერისი - ირინე ალექსიძე, ამონასრო - სულხან გველესიანი, რამფისი - კახა თეთვაძე, ფარაონი - გოჩა დათუსანი), მაგრამ 21 ოქტომბერს ეს ოპერა სრულიად განსხვავებულად აჟღერდა. ამის მიზეზი კი, უპირველეს ყოვლისა, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო გახლდათ.
ჯანლუკა მარჩანომ ახალი ენერგია და სუნთქვა შთაბერა თბილისის საოპერო ორკესტრსა და თეატრს. მის მიერ თბილისში აჟღერებული ოპერები თითქოსდა სრულიად ახლებურად, სინამდვილეში კი, კომპოზიტორების პარტიტურის შესაბამისად ჟღერს - შთაბეჭდილება გექმნება, რომ სწორედ ახლა, ამ დირიჟორის შესრულებით, პირველად ისმენ იმას, რაც ვერდიმ დაწერა...
თუკი აქამდე შესრულებულ ოპერებს უფრო საკონცერტო, ფრაგმენტული და ილუსტრაციული ხასიათი ჰქონდა, მაესტრო მარჩანომ ეს მუსიკა ერთ მთლიანობად შეკრა და გააცოცხლა. ამით მან, შესაძლოა, თავისივე თანამემამულის, მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლების ტფილისში მოღვაწე მაესტრო ბარბიერის ტრადიცია გააგრძელა. ჯანლუკა მეორე იტალიელი დირიჟორია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და, შეიძლება ითქვას, მისი შესრულებებიც ისეთივე ავთენტურია და ახლოსაა კომპოზიტორის ჩანაფიქრთან, როგორც ეს, ალბათ, ბარბიერის შემთხვევაში იქნებოდა - ბარბიერი ხომ ვერდის თანამედროვე გახლდათ. ოპერის ორკესტრმა, რომელსაც მარჩანო ხელმძღვანელობდა, ტრადიციული სკეპტიკოსებიც კი გააოცა: ორკესტრი ჟღერდა თავისუფლად, პროფესიულად, მგზნებარედ და მრავალფეროვნად. მსმენელმა იცის, ჩვენი ორკესტრების აქილევსის ქუსლი ყოველთვის სასულე ინსტრუმენტები გახლდათ. მეტ-ნაკლებად ნორმალურიც რომ ყოფილიყო შესრულება, სასულეები მაინც "გაგაბედნიერებდნენ" ყიყლიყოებით. მარჩანოს ბოლოდროინდელ შესრულებებში კი სასულეებიც მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. "აიდაში" ტრადიციულად პრობლემატური იყო ცნობილი მარშის შესრულება. მარჩანოსეულ "აიდაში" კი ამ ეპიზოდმა საოცრად ლირიკულად და დახვეწილად გაიჟღერა.
ცხადია, აღნიშვნის ღირსები არიან ვოკალისტებიც: მძლავრი და ულამაზესი ხმის პატრონი მაყვალა ასპანიძე, უაღრესად ლირიკული და იდუმალი ხმის ტემბრის მქონე ირინე ალექსიძე, ღრმა, ხავერდოვანი და საკმაოდ დამაჯერებელი რამფისი - კახა თეთვაძე და თბილისური "აიდას" ტრადიციული ინტერპრეტატორები - სულხან გველესიანი, გია ონიანი და გოჩა დათუსანი.
იმედია, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო და თბილისის საოპერო თეატრი მომავალშიც გაგვახარებენ ამგვარი შესრულებით.