რიხარდ ვაგნერის ლუდვიგ მეორის სამეფოში ჩასვლას იტალიური ოპერისთვის დამახასიათებელი პერიპეტიები მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ვაგნერს მასზე ბევრად უმცროსი ქალი, კოზიმა ლისტი შეუყვარდა. კოზიმა რიჰარდ ვაგნერის უფროსი კოლეგისა და პროპაგანდისტის, ფერენც ლისტის ქალიშვილი და ამასთანავე, ვაგნერის უერთგულესი დირიჟორის ჰანს ფონ ბიულოვის მეუღლე გახლდათ.