ცნობილმა და მეტად გავლენიანმა იტალიელმა კრიტიკოსმა, როდოლფო ჩელეტიმ მეოცე საუკუნის ათი საუკეთესო იტალიელი ტენორი დაასახელა.
სიის სათავეში, როგორც მოსალოდნელი იყო, ენრიკო კარუზო მოექცა, სიის ბოლოს კი ლუჩანო პავაროტი. ამ ორ სახელს შორის ბენიამინო ჯილი, ჯოვანი მარტინელი, ტიტო სკიპა, ჯაკომო ლაური-ვოლპი, მარიო დელ-მონაკო, ჯუზეპე დი სტეფანო, ფრანკო კორელი და კარლო ბერგონცი მოხვდნენ.
სიის გარეთ აღმოჩნდნენ - არ ვიცი, არაიტალიელობის თუ სხვა რამ მიზეზის გამო - ცნობილი ესპანელი, გერმანელი, შვედი თუ ამერიკელი ტენორები. თუმცა კრიტიკოსს მაინც ვერ დავაბრალებთ "მუსიკალურ ეთნოცენტრიზმს". მისი პათოსი, ზოგადად, ასეთია: დიდი მომღერლების ეპოქა დასრულდა.
რაც ხელოვნება არსებობს, მუდმივად საუბრობენ მის კრიზისზე; მუდმივად საუბრობენ კულტურის დასასრულზე და ეს დასასრული კი არა და არ დადგა...
მოდი, დღეს ჩვენც გავიხსენოთ უკვდავი ხმები და რამდენიმე გენიალური ტენორის შესრულებით მოვისმინოთ კანიოს არია ლეონკავალოს "ჯამბაზებიდან ".
მაშ ასე, როგორც იტყვიან - იპოვეთ განსხვავებები. შეგახსენებთ, ასეთი ძალიან ბევრია.
საინტერესოა, მათგან რომელი იქნება თქვენს გულთან ახლოს?
დავიწყოთ შედარებით "გვიანი" ენრიკო კარუზოთი. ცნობისათვის, თავად კომპოზიტორი მხოლოდ კარუზოსეულ ინტერპრეტაციას ანიჭება უპირატესობას.
ახლა ბენიამინო ჯილიზე გადავიდეთ. მისი კანიო, კარუზოს კანიოსგან განსხვავებით, უფრო სენტიმენტალური და ლირიკულია.
ჯუზეპე დი სტეფანო - ისტერიული კანიო.
ფრანკო კორელი - მეოცე საუკუნის ულამაზესი ხმა. მართლაც გიკვირს, ასეთს როგორ უღალატეს.
მარიო დელ-მონაკო - ენერგია, სუნთქვა... ძლიერი კაცის მარცხი (ჩემი აზრით, საუკეთესო კანიო).
და ბოლოს - ლუჩანო პავაროტი. დიდი მომღერალი "ხასიათის გარეშე". კარგად მღერის, მაგრამ, ვფიქრობ, დიდად არ ეტყობა, რომ ცოტა ხნის წინ ცოლმა უღალატა... მით უმეტეს, არც ის, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში დანით მოკლავს ორ ადამიანს...
მოიწერეთ, თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას.