17 ოქტომბერს ამერიკული ვოკალური ჯაზკვარტეტის „მანჰეტენ ტრანსფერის“ მენეჯერმა ჯოან ჯეფენმა საზოგადოებას ჯგუფის დამაარსებლისა და ერთ-ერთი წევრის, ტიმ ჰაუზერის, გარდაცვალების შესახებ აცნობა. 73 წლის მუსიკოსს, რომელსაც ბოლო წლებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, გულმა უმტყუნა.
„Old Ideas“ („ძველი იდეები“) - ასე ერქვა კანადელი პოეტის, მწერლის, მომღერლისა და სიმღერების ავტორის ლეონარდ კოენის ბოლო ალბომს, რომელიც 2012 წლის 31 იანვარს გამოიცა.
ნავაროს საყვირს გილესპისას ადარებდნენ, თუმცა, დიზის გახელებული, აგრესიული საშემსრულებლო მანერისგან განსხვავებით, ფეტსის რიტმიკა, ჰარმონია, ფრაზირება და ტემპი გაცილებით თავშეკავებული და დამცხრალი გახლდათ.
12 სექტემბერს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, 75 წლის ასაკში, ცნობილი ამერიკელი პიანისტი, ბენდლიდერი და კომპოზიტორი ჯო სემპლი აღესრულა - არტისტი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მელოდისტად ითვლება პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
დღევანდელი სიუჟეტის გმირი გასული საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს მისისიპის ნაპირზე, ტენესის შტატის ქალაქ შელბი ქაუნთში დაიბადა. კორა დაარქვეს, თუმცა, შოკოლადის უზომო სიყვარულის გამო, „კოკოს“ ეძახდნენ.
რობერტ ლოქვუდმა საკუთარი უნიკალური ხელწერა შექმნა: იმ დროისათვის ორი, თითქოს არათავსებადი ელემენტის - ე.წ. ტრადიციული აფრიკული რუთ-ბლუზისა და ჯაზური ჰარმონიის - დაკავშირება, სინკოპირებული რიტმისა და ბლუზური ბასური ხაზის შერწყმა მოახერხა.
ბრენფორდ მარსალისის პროფესიული დებიუტი დიდ სცენაზე 1980 წელს გაიმართა. ჯერ კიდევ პირტიტველა ყმაწვილმა, ბოსტონის ბერკლის კოლეჯის სტუდენტმა, დრამერ არტ ბლეიკის ბენდთან ერთად მოიარა ევროპა, ალტ და ბარიტონ-საქსოფონზე უკრავდა.
ნორმან გრანცი 1918 წლის 6 აგვისტოს ლოს-ანჯელესის მახლობლად უკრაინიდან ემიგრირებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. სულ რაღაც 15 წლის გახლდათ, როცა ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბში კონცერტების ორგანიზატორად დაიწყო მუშაობა - ნიუ-იორკულ ბიგ-ბენდებს იწვევდა და ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად ჯემ-სეიშენებს აწყობდა.
დღევანდელი სიუჟეტი უსინათლო კომპოზიტორს, პიანისტსა და მომღერალს, დაიანა შურს დაეთმობა. მისი შემოქმედება მრავალწახნაგოვანია და, შესაბამისად, რომელიმე ერთ კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში ვერ გამოკეტავ.
11 ივლისს ლოს-ანჯელესში ცნობილი ამერიკელი კონტრაბასისტი ჩარლი ჰეიდენი გარდაიცვალა - მუსიკოსი, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე თავშეკავებულ - გნებავთ, თავმდაბალ - ინსტრუმენტალისტად მოვიხსენიებდი ჯაზის ისტორიაში.
დღევანდელ სიუჟეტს მცირე განმარტებით დავიწყებ, რომელიც ინგლისურ სიტყვა „ტეპინგს“ (tapping) უკავშირდება და ქართულად „კაკუნს“ ნიშნავს.
კუბურ ორკესტრ „ირაკერესა“ და მის დამაარსებელ ჩუჩო ვალდესზე საუბარს 80-იანი წლების შუა ხანებიდან გავაგრძელებ - პერიოდიდან, როდესაც წარმატების ზენიტში მყოფმა ანსამბლმა დაღმასვლა დაიწყო როგორც შემოქმედებითი განვითარების, ასევე პოპულარობის კუთხით.
დღევანდელ სიუჟეტში საუბარს განვაგრძობ კუბურ ორკესტრ „ირაკერეზე“, რომელიც 1973 წელს პიანისტმა და კომპოზიტორმა ჩუჩო ვალდესმა დააარსა.
მუსიკათმცოდნეთა აზრით, კუბური და ამერიკული ჯაზი დაახლოებით ერთ დროს გაჩნდნენ და ორივეს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ასეა თუ ისე, კულტურათა დიალოგი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისშივე შედგა, როცა ჰავანელი შემსრულებლები ახალი ორლეანისა თუ ნიუ-იორკული სცენების ხშირი სტუმრები ბრძანდებოდნენ.
ბევრი არტისტი იძულებული გახდა „თავისუფლების კუნძულიდან“ გაქცეულიყო. მართალია, ეს რთული და მეტად სარისკო საქმე იყო, მაგრამ ყველაზე გულადნი მაინც ახერხებდნენ. ერთ-ერთი ასეთი კი საქსოფონისტი პაკიტო დე რივერა ბრძანდებოდა.
ფილადელფიელ ლი მორგანს 18 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი მესაყვირე ეთქმოდა. არც მეტი და არც ნაკლები, დიზი გილესპის ორკესტრში ირიცხებოდა, სადაც საშემსრულებლო ტექნიკას სრულყოფდა, უფროსი თაობის გამოცდილებას გულდასმით სწავლობდა და საკომპოზიტორო უნარ-ჩვევებს ავითარებდა.
21 მაისს ამერიკის მუსიკალური სამყარო - უფრო ზუსტად კი, პიანისტური საზოგადოება - გასული საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული მუსიკოსის, ტომას რაიტ უოლერის დაბადების ასმეათე წლისთავს აღნიშნავს.
დღეს ბასური ხაზი კოლექტიური ჟღერადობის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენს. მეტიც, ჯაზში, როკმუსიკასა თუ მათ მონათესავე მიმდინარეობებში, კონტრაბასისტები და ბასგიტარისტები უკვე ძალაუფლებისათვის, პირველობისათვის იბრძვიან. თანამედროვე სცენაზე კი ერთ-ერთი ასეთი ვირტუოზი ინსტრუმენტალისტი შვედი იონას ჰელბორგი ბრძანდება.
30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციამ, რომელსაც „იუნესკოდ“ მოვიხსენიებთ, ის 2011 წელს დააწესა.
ჩამოტვირთე მეტი