გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გუჯამ 6 წელზე მეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა. ამბობს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები მის ცხოვრებაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა, თუმცა ხელი არ ჩაუქნევია.
ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში, დილიდან ხალხმრავლობა იყო. გორიდან სოფელში სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩავიდნენ და ადგილობრივი მცხოვრებლების სამედიცინო გამოკვლევები დაიწყეს.
ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ თითოეული ფილმის ჩვენების შემდეგ მოწვეულ სპეციალისტებსა და მაყურებელს შორის დისკუსია იმართება.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ბუნებრივი აირი შეჰყავთ. სოფელ ხურვალეთში, რომელიც ოსურ სოფლებს ესაზღვრება, სამუშაოების დასრულებას ნოემბრისთვის გეგმავენ.
კარალეთის დევნილთა დასახლებაში ზოგიერთი კოტეჯი საცხოვრებლად უკვე გამოუყენებელია და იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სხვა საცხოვრებლებს ეძებენ.
ბოლო თვის განმავლობაში გორში ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა შრომითი ხელშეკრულება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.
სექტემბრის ბოლოს შიდა ქართლისა და კახეთის სკოლებში ევროკავშირის და მასთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ სემინარები გაიმართება.
სოციალურ ქსელებში დღემდე არ წყდება დისკუსია გორელი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის ინიციატივის შესახებ, რომელიც ქალაქის მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭებას ეხება.
გორის თეატრის სკვერში დაიწყო და ტელეკომპანია „დიას“ ოფისთან გაგრძელდა საპროტესტო აქცია, რომელიც ამ ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომლებმა მოაწყვეს. აქციას გორში მოქმედი სხვა მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
გორში ტელეკომპანია „დია“ თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დატოვა, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა და ტექნიკურმა პერსონალმა.
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდა ქართლში არაერთი ღონისძიება გაიმართა. სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ახალგაზრდებმა სამშვიდობო აქცია გამართეს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 3 საათში დასრულდა. ბოლო დროს ასეთი ხანმოკლე შეხვედრა თვითონ მოლაპარაკების მონაწილეებსაც არ ახსენდებათ.
ახალგორსა და პერევთან ეგრეთ წოდებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დღეს ჩაიკეტება და მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდება.
გორში ნიმდის დემოკრატიის სკოლაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ დისკუსია გაიმართა.
სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 84 წლის დავით ვანიშვილი რუსეთის მესაზღვრეებმა საკუთარ ნაკვეთში დააკავეს. მის მეუღლეს, ვალია ვანიშვილს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ აცნობეს.
გორში 64 ახალგაზრდა გამოდის ინიციატივით ქალაქის მთავარ მოედანს ევროპის მოედანი ეწოდოს. ეს ინიციატივა „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის“ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე გაჟღერდა.
გორში 5 დღის განმავლობაში საქართველოს 4 რეგიონის პედაგოგებისთვის პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრის სპეციალისტები ტრენინგ-სემინარებს ატარებდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლაში დირექტორსა და მასწავლებლებს შორის დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ამის მიზეზი გახდა სკოლის დირექტორის, ბესარიონ ცერცვაძის, გადაწყვეტილება ოთხი სერტიფიცირებული მასწავლებლის გათავისუფლების თაობაზე.
ირინა ქელეხსაევა დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
გორის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
ჩამოტვირთე მეტი