გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს. საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ერთ მხარეს ქართველი პოლიციელები პატრულირებენ, მეორე მხარეს კი რუსეთის მესაზღვრეები.
დეპუტატმა საკრებულოს საჯარო სხდომაზე გამოსვლისას კორუფციაში დასდო ბრალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი ადამიანი იქნა დაკავებული. რუსეთის მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრები 42 წლის კახაბერ ქისიშვილი მეზობელ სოფელ ოტრევთან დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე წელია დგას ბეტონის კონსტრუქცია. გორის საკრებულოს წევრები ქალაქის ცენტრიდან უსახური კონსტრუქციის აღებასაც მოითხოვენ.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მას შემდეგ, რაც გორში რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები შემოვიდა, ქალაქში ერთბაშად შეწყდა დენის მიწოდება. საოკუპაციო ძალებმა გორის სატელევიზიო ანძა დაიკავეს და ტელევიზიების გადამცემები ააფეთქეს.
გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიუნაშვილის ოჯახი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ამჟამად გორთან ახლოს ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება კასპის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცემენტის ქარხნის მახლობლად ცხოვრობს.
20 წლით თავისუფლების აღკვეთა - ცხინვალის სასამართლომ გიორგი გიუნაშვილის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გიუნაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ერგნეთის შეხვედრაში.
საქართველოს მოქალაქეები შორენა და ლაურა ბალახაძეები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი. მათ ოსური მხარე "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებს.
ბოლო დღეების ყინვამ მოსახლეობის მდგომარეობა დაამძიმა საქართველოს იმ სოფლებში, სადაც გაზით მომარაგების სისტემა არ არსებობს.
წინა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო პირველი, როცა საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიეს 12-ვე ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი.
სოციალურ ქსელებში ახალგაზრდების ერთი ჯგუფი შეხვედრის ადგილად მარო მაყაშვილის ქუჩას ირჩევს. მართალია, ოფიციალურად ქალაქის მთავარ ქუჩას სტალინის სახელი ჰქვია, მაგრამ ეს ჯგუფი ცდილობს ნელ-ნელა ახალი სახელი დაამკვიდროს.
ოსურ საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის, განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ახალგორთან საბაჟო პუნქტის შესაძლო ამოქმედებას ეხება
საქართველოს პარლამენტის 21 დეპუტატის გარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 12 იანვარს დატოვა თბილისის საკრებულოს სამმა წევრმა და 20-ზე მეტი საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში 25 წლის რევაზ სრესელის გათავისუფლებას ელოდებიან.
ჩამოტვირთე მეტი