წელს საქართველოში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. წინა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო პირველი, როცა საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიეს 12-ვე ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი. მანამდე პირდაპირი წესით მხოლოდ თბილისის მერს ირჩევდნენ. წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების ნაწილი ითხოვს, რომ არჩევითი გახდეს კიდევ ერთი თანამდებობა.