გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორელი ტაქსის მძღოლები მგზავრობის გაძვირებას ნავთოპროდუქტებსა და ავტოგაზზე ფასის მომატებას აბრალებენ.
გიორგი კვირაში ორჯერ ტყვიავის საკვირაო სკოლაში მიჰყავთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ეს ოფისი 7 თვის წინ გაიხსნა.
საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ.
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ კოტეჯში, ახალი წლის მთავარი სადღეგრძელო მშვიდობისაა. მშვიდობისას კი საკუთარ სახლში დაბრუნებისა მოსდევს. დავით კუდუხოვი და ლელა ბეღელური, 3 შვილთან ერთად, 8 წელია გორთან ახლოს კოტეჯში ცხოვრობენ.
დაბა ახალგორი ახალი წლის ღამეს ჩაკეტილი იქნება. ეს ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. ახალგორელებმა ამ ამბის შესახებ წინასწარ იცოდნენ, რადგან ყოველი დღესასწაულის წინ დე ფაქტო ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს დგამს ხოლმე.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში მცხოვრები ჯემალ სებისკვერაძე ყოველდღე ბაღში შეშას და ფიჩხს აგროვებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს 40 წელია საბავშვო ბაღი არ ჰქონია. დღეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების ბავშვებმა ძალიან გაიხარეს, როცა მათ ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში სტუმრებს უმასპინძლეს.
ავთანდილ ასანიძის ისტორია ერთ-ერთია იმ 16 ამბიდან, რომლებიც ახლახან ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნში შევიდა. “კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები - ქართულ-ოსური კონტექსტი” - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ამბებია მოთხრობილი.
სტალინის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ამ დილით შეამჩნიეს, რომ მათ სახლებზე ქუჩის აღმნიშვნელი ტრაფარეტის ქვეშ ახალი წარწერები გაჩნდა: მარო მაყაშვილის ქუჩა, ნომერი იგივე.
ოთხივე კედელზე ქალების ფოტოებია - გაღიმებული, დარდიანი, საქმიანი, ფიქრიანი ქალების ფოტოები. რომ არა სპეციალური წარწერები და ისტორიები, ვერც გაარჩევთ რომელი თბილისელია, რომელი სოხუმელი და რომელი ცხინვალელი. გალერეა „კონტეინერი“ ფოტოგამოფენას მასპინძლობს.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მცხოვრები 17 წლის მიხეილ ხუბულაშვილი გუშინ საღამოს მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მცხოვრები ძმები გიორგი და კონსტანტინე გაბარაევები დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებნი სახელმწიფოს დახმარებას ელოდებიან.
ფოტოები საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, უმაღლესი სასწავლებლიდან, სამსახურიდან, ოჯახიდან და სამეგობრო წრიდან. ფოტოპრეზენტაციებით საკუთარი ბიოგრაფია ასე ორიგინალურად წარუდგინეს ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა, მწერლებმა და ფოტოგრაფებმა ერთმანეთს.
გორის ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კნოლევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ომის შემდეგ სოფლის საძოვრების და სახნავ-სათესი ფართობების დიდი ნაწილი მავთულხლართებს მიღმა მოექცა.
ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ დარჩა. დარჩა გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენში.
გორის 41-ე და 42 -ე მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორივე ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
ჩამოტვირთე მეტი