გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“ - ჯანსუღ ჩარკვიანის „ჰიმნი თავისუფლებას“ კომუნისტებმა მიტინგის წინა საკონცერტო პროგრამაში შეიტანეს.
გორში დღეს, 8 მაისს, ევროპის დღის აღნიშვნა დაიწყო. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში საზოგადოებას არაერთ ღონისძიებას შესთავაზებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა გორსა და კასპთან ახლოს გათხრების მორიგი ეტაპი დაიწყეს.
ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მეცხრე წელია საკუთარ სოფლებში ნათესავების საფლავებზე გასვლას ითხოვენ, მაგრამ ოსური და რუსული მხარეები არ თანხმდებიან.
გორის სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებისა და მუნიციპალიტეტების გამსხვილების თემებზე სამსჯელოდ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, მაგრამ ანატოლი ბიბილოვისთვის გამარჯვების მილოცვა ყველას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაასწრო.
ცხინვალში ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას მისი მომხრეები უკვე ზეიმობენ და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებენ.
ერგნეთში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
დღეიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების გამო, ახალგორთან გამშვებ პუნქტს სამი დღით კეტავს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრები 45 წლის დავით გელიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. იგი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.
გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ბრძოლას აპირებენ.
2017 წლიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდები განახორციელებენ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთხელ შესთავაზეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სიკეთეებით ისარგებლონ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, გორში შეხვედრები გამართა. გორის უნივერსიტეტში მას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ. დარბაზში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩანდნენ.
საკეტს გასაღები მოარგო, კარი შეაღო და ნათელი ოთახი დაინახა. ცრემლები წამოუვიდა. ამ დღეს ციალა კაპანაძე 26 წელი ელოდა. 26 წლის წინ დატოვა მან საკუთარი სახლი ცხინვალში. მას შემდეგ გორის ტურბაზაში ცხოვრობდა, ხის კოტეჯში. კოტეჯი ყოველწლიურად იშლებოდა.
პოლიციამ შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში პატრულირება გააძლიერა. ამის მიზეზია გლეხების მიერ მიწის საგაზაფხულო დამუშავების დაწყება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გორიდან დაიწყეს.
ჩამოტვირთე მეტი