გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში საომრად გაგზავნილ ჯარისკაცებს „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეთ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოხსნილი კანდიდატები ერთიანდებიან და არსებული დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე გადადიან.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატების საჩივრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს. მათი თქმით, ბიბილოვმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და წინასაარჩევნო კამპანია იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობის 15 კანდიდატი, 8-დან 10 მარტამდე, ოსური და რუსული ენების ცოდნის ლინგვისტურ გამოცდას ჩააბარებს. თითოეულმა მათგანმა უნდა დაწეროს ორი კარნახი ოსურ და რუსულ ენებზე და გაიაროს ზეპირი გასაუბრება კომისიის წევრებთან.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, 4 მარტს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ოსური მხარის მოთხოვნები, ცხინვალში, ადგილობრივ მედიასთან გაახმოვანა.
დღეს დილიდან საოკუპაციო ხაზთან არ უშვებენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს. გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონის ჩაკეტვის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიღეს. რადიო თავისუფლებას სუს-ში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუდასტურეს და ეს შექმნილი მდგომარეობით ახსნეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
გარდაიცვალა საოკუპაციო რეჟიმის მიერ რამდენჯერმე უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი. ის ბოლოს თბილისში, პალიატიურ კლინიკა „რედში“ იყო მოთავსებული. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.
სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა საჩივრების არსებითი განხილვა. მათგან 350-ზე მეტი მოქალაქის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის სასაფლაოს სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტრაქტორებით გამოჩნდნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი თხრილებს აკეთებდნენ.
ქართულმა მხარემ საქართველოს ექვსი მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვა ერგნეთის შეხვედრაზე.
საქართველოს 5 მოქალაქე ახალ წელს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა. თითოეულ მათგანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აქვს წაყენებული.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთის ფედერაციას სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლის შესახებ იუწყება. განცხადებაში წერია, რომ ცხინვალის დაკავების იზოლატორში, დღეის მდგომარეობით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული შვიდი პირი იმყოფება.
ჩამოტვირთე მეტი